სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

© photo: Sputnik / Stringerწვიმა
წვიმა - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2025
გამოწერა
შემდეგი ორი დღის განმავლობაში საქართველოს უმეტეს ნაწილში წვიმებია მოსალოდნელი
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს უმეტეს რაიონში 14-15 ივნისს ნალექიანი ამინიდია ნავარაუდევი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა", - აღნიშნავენ სააგენტოში.
სინოპრიკოსების პრიოგნოზით, შემდეგი ორი დღის განმავლობაში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარიც. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო), აღნიშულია ინფორმაციაში.
ყველა ახალი ამბავი
0