https://sputnik-georgia.com/20250612/saqartvelos-mizania-evrokavsiris-wevroba-da-briuseltab-urtiertobebis-gadatvirtva-293728094.html
საქართველოს მიზანია ევროკავშირის წევრობა და ბრიუსელთან ურთიერთობების გადატვირთვა: პრემიერი
საქართველოს მიზანია ევროკავშირის წევრობა და ბრიუსელთან ურთიერთობების გადატვირთვა: პრემიერი
Sputnik საქართველო
საქართველო ევროინტეგრაციის კურსს ინარჩუნებს, თუმცა ტემპი ევროპული სტრუქტურების პოზიციაზე იქნება დამოკიდებული 12.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-12T09:33+0400
2025-06-12T09:33+0400
2025-06-12T09:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0c/249686028_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_4799077fa2e1d497538f6144d51c1d85.jpg
თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ხელისუფლების მთავარ მიზნად რჩება და ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი თბილისისა და ბრიუსელის ურთიერთობების გადატვირთვაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიიდან უკუსვლაში დაადანაშაულა და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ დააკლებს, დანარჩენი, პრემიერის თქმით, დამოკიდებული იქნება ევროპული სტრუქტურების მიდგომაზე.ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის ვიზიტები არის მიმართული სწორედ საპირისპიროსკენ და მათ სურთ ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას. კობახიძის თქმით, რომ წლებია ოპოზიცია მიზანმიმართულ საბოტაჟს ეწევა.„მიზანი მუდმივად არის ერთი და იგივე, ეს არის საბოტაჟი... ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელიც არის მუდმივად საბოტაჟით დაკავებული“, - აღნიშნა მან.პრემიერის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ჯერ კიდევ იმ დროიდან ცდილობდნენ პროცესის შეფერხებას, როცა განიხილებოდა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი, შემდეგ კი როდესაც განიხილებოდა კანდიდატის სტატუსის, მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება, 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოიღოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება, საბოლოო დასტურია იმისა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.სტატუსთან ერთად საქართველომ მიიღო ცხრა პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კი შეჩერდა. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებითა და ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკით ახსნა.ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ფინანსური დახმარება და ევროინტეგრაციის პროცესი, საბაბად კი მოლაპარაკებების დასაწყებად წაყენებული პირობების შეუსრულებლობა დასახელდა.ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0c/249686028_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_a6efdb7f3c1e94d5b0b2ad9a4648fa81.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
საქართველოს მიზანია ევროკავშირის წევრობა და ბრიუსელთან ურთიერთობების გადატვირთვა: პრემიერი
საქართველო ევროინტეგრაციის კურსს ინარჩუნებს, თუმცა ტემპი ევროპული სტრუქტურების პოზიციაზე იქნება დამოკიდებული
თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ხელისუფლების მთავარ მიზნად რჩება და ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი თბილისისა და ბრიუსელის ურთიერთობების გადატვირთვაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიიდან უკუსვლაში დაადანაშაულა და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.
„აქაც, ჩვენი ამოცანა არის ცხადი და ნათელი, ჩვენი მიზანია საბოლოოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ვფიქრობთ, რომ, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რა თქმა უნდა, აქაც მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ დააკლებს, დანარჩენი, პრემიერის თქმით, დამოკიდებული იქნება ევროპული სტრუქტურების მიდგომაზე.
ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის ვიზიტები არის მიმართული სწორედ საპირისპიროსკენ და მათ სურთ ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას. კობახიძის თქმით, რომ წლებია ოპოზიცია მიზანმიმართულ საბოტაჟს ეწევა.
„მიზანი მუდმივად არის ერთი და იგივე, ეს არის საბოტაჟი... ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელიც არის მუდმივად საბოტაჟით დაკავებული“, - აღნიშნა მან.
პრემიერის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ჯერ კიდევ იმ დროიდან ცდილობდნენ პროცესის შეფერხებას, როცა განიხილებოდა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი, შემდეგ კი როდესაც განიხილებოდა კანდიდატის სტატუსის, მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება, 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოიღოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება, საბოლოო დასტურია იმისა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
სტატუსთან ერთად საქართველომ მიიღო ცხრა პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კი შეჩერდა. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებითა და ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკით ახსნა.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ფინანსური დახმარება და ევროინტეგრაციის პროცესი, საბაბად კი მოლაპარაკებების დასაწყებად წაყენებული პირობების შეუსრულებლობა დასახელდა.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.