https://sputnik-georgia.com/20250612/saqartvelos-cixeebsi-msjavrdebulta-semowmebis-wesebi-seicvala-293730318.html
საქართველოს ციხეებში მსჯავრდებულთა შემოწმების წესები შეიცვალა
საქართველოს ციხეებში მსჯავრდებულთა შემოწმების წესები შეიცვალა
Sputnik საქართველო
საქართველოს ციხეები 73,5%-ით არის შევსებული. 12.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-12T13:50+0400
2025-06-12T13:50+0400
2025-06-12T13:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპეციალური პენიტენციური სამსახური
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252188554_260:593:2847:2048_1920x0_80_0_0_ed180dcf88a8c5aa451765eaf77a7bde.jpg
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ციხეებში ეტაპირებისას მსჯავრდებულთა შემოწმების ახალი წესები დაამტკიცა.პატიმრები შემოწმება ხდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიღებისას, პატიმრის ციხიდან ციხეში გადაყვანისას ან პატიმრის ციხეში დაბრუნებისას.ახალი წესების მიხედვით, პირადი სრული შემოწმება ჩატარდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც შემოწმების სხვა მეთოდები არაეფექტურია და მსჯავრდებულს შეუძლია თავად აირჩიოს შემოწმების მისთვის მისაღები მეთოდი.პირადი სრული შემოწმება ჩატარდება სკანერის გამოყენებით, იმ შემთხვევაში თუ მსჯავრდებული უარს განაცხადებს სკანერით შემოწმებაზე ანდა სკანერმა გამოავლინა აკრძალული ნივთის არსებობა, ან თუ არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სკანერით შემოწმებისთვის, მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას მოხდება მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება.პირადი სრული შემოწმებისას მსჯავრდებული ვალდებულია, უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება სამედიცინო პერსონალთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. პირადი სრული შემოწმებისას დაუშვებელია მსჯავრდებულის სრული გაშიშვლება.მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას შინაგან შემოწმებას ატარებს სამედიცინო პერსონალი, სამედიცინო ეთიკის ნორმების დაცვით. შინაგანი შემოწმება ტარდება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, პირის სხეულში აკრძალული ნივთის არსებობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობისას. შინაგანი შემოწმება ტარდება იზოლირებულ ოთახში, გარეშე პირთა დაუსწრებლად. დაუშვებელია შემოწმების პროცესზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გამონაკლის შემთხვევაში, როცა უსაფრთხოების დაცვის ან/და სხვა კანონიერი ინტერესები ამას მოითხოვს, იმ ადგილის ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი, სადაც ხდება მსჯავრდებულის შინაგანი შემოწმება, შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ იმგვარად, რომ ვიდეოკამერის ხედვის არეში არ მოექცეს შესამოწმებელი პირის სხეული. თუ ამგვარი რამ ტექნიკურად შეუძლებელია, შინაგანი შემოწმება უნდა განხორციელდეს სპეციალური ტიხრის (შირმის) მიღმა.სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის 1 მაისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 9.058 პატიმარი იმყოფებოდა, რომელთაგან 402 ქალი იყო. საქართველოს ციხეები 73,5%-ით არის შევსებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252188554_504:262:2886:2048_1920x0_80_0_0_ffc4951c910d3d48c3227d00bcf49ea3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს ციხეებში მსჯავრდებულთა შემოწმების წესები შეიცვალა
საქართველოს ციხეები 73,5%-ით არის შევსებული.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ციხეებში ეტაპირებისას მსჯავრდებულთა შემოწმების ახალი
წესები დაამტკიცა.
პატიმრები შემოწმება ხდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიღებისას, პატიმრის ციხიდან ციხეში გადაყვანისას ან პატიმრის ციხეში დაბრუნებისას.
ახალი წესების მიხედვით, პირადი სრული შემოწმება ჩატარდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც შემოწმების სხვა მეთოდები არაეფექტურია და მსჯავრდებულს შეუძლია თავად აირჩიოს შემოწმების მისთვის მისაღები მეთოდი.
პირადი სრული შემოწმება ჩატარდება სკანერის გამოყენებით, იმ შემთხვევაში თუ მსჯავრდებული უარს განაცხადებს სკანერით შემოწმებაზე ანდა სკანერმა გამოავლინა აკრძალული ნივთის არსებობა, ან თუ არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სკანერით შემოწმებისთვის, მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას მოხდება მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება.
პირადი სრული შემოწმებისას მსჯავრდებული ვალდებულია, უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება სამედიცინო პერსონალთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. პირადი სრული შემოწმებისას დაუშვებელია მსჯავრდებულის სრული გაშიშვლება.
მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას შინაგან შემოწმებას ატარებს სამედიცინო პერსონალი, სამედიცინო ეთიკის ნორმების დაცვით. შინაგანი შემოწმება ტარდება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, პირის სხეულში აკრძალული ნივთის არსებობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობისას. შინაგანი შემოწმება ტარდება იზოლირებულ ოთახში, გარეშე პირთა დაუსწრებლად. დაუშვებელია შემოწმების პროცესზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გამონაკლის შემთხვევაში, როცა უსაფრთხოების დაცვის ან/და სხვა კანონიერი ინტერესები ამას მოითხოვს, იმ ადგილის ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი, სადაც ხდება მსჯავრდებულის შინაგანი შემოწმება, შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ იმგვარად, რომ ვიდეოკამერის ხედვის არეში არ მოექცეს შესამოწმებელი პირის სხეული. თუ ამგვარი რამ ტექნიკურად შეუძლებელია, შინაგანი შემოწმება უნდა განხორციელდეს სპეციალური ტიხრის (შირმის) მიღმა.
სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის 1 მაისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 9.058 პატიმარი იმყოფებოდა, რომელთაგან 402 ქალი იყო. საქართველოს ციხეები 73,5%-ით არის შევსებული.