https://sputnik-georgia.com/20250612/qutaisi-gemofests-umaspinzlebs-293736921.html
ქუთაისი „გემო ფესტს" უმასპინძლებს
ქუთაისი „გემო ფესტს" უმასპინძლებს
Sputnik საქართველო
ფესტივალში იმერეთიდან 50-მდე ღვინის, კვების და სამეწარმეო ობიექტი მიიღებს მონაწილეობას. 12.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-12T19:02+0400
2025-06-12T19:02+0400
2025-06-12T19:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქუთაისი
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/03/270054043_0:51:961:591_1920x0_80_0_0_36c6623467e178a6274512f0a0721db1.jpg
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ქუთაისში „გემო ფესტი“ ბრუნდება - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იმერეთში გასტრონომიული ფესტივალი გაიმართება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, ქუთაისელებსა და ქუთაისის სტუმრებს საშუალება ექნებათ სამი დღის განმავლობაში დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები. ფესტივალში იმერეთიდან 50-მდე ღვინის, კვების და სამეწარმეო ობიექტი მიიღებს მონაწილეობას. მოეწყობა კვების სივრცეები, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი, გასართობი სივრცეები და ფოტო ზონები. „გემო ფესტის“ ფარგლებში გაიმართება კონცერტი. ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა. „გემო ფესტის“ მხარდამჭერები არიან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და კომპანია „ბორჯომი“. „გემო ფესტი" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტია. ღონისძიების მიზანია რეგიონებში ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია, ახალი გემოების აღმოჩენა, ასევე ახალი სერვისების შექმნა და განვითარება გასტრონომიული მიმართულებით.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/03/270054043_52:0:907:641_1920x0_80_0_0_f454601531d48486c736c1f8d0342f0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი , კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი , კულტურა საქართველოში
ქუთაისი „გემო ფესტს" უმასპინძლებს
ფესტივალში იმერეთიდან 50-მდე ღვინის, კვების და სამეწარმეო ობიექტი მიიღებს მონაწილეობას.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ქუთაისში „გემო ფესტი“ ბრუნდება - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იმერეთში გასტრონომიული ფესტივალი გაიმართება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, ქუთაისელებსა და ქუთაისის სტუმრებს საშუალება ექნებათ სამი დღის განმავლობაში დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები.
ფესტივალში იმერეთიდან 50-მდე ღვინის, კვების და სამეწარმეო ობიექტი მიიღებს მონაწილეობას.
მოეწყობა კვების სივრცეები, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი, გასართობი სივრცეები და ფოტო ზონები. „გემო ფესტის“ ფარგლებში გაიმართება კონცერტი.
ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.
„გემო ფესტის“ მხარდამჭერები არიან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და კომპანია „ბორჯომი“.
„გემო ფესტი" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტია. ღონისძიების მიზანია რეგიონებში ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია, ახალი გემოების აღმოჩენა, ასევე ახალი სერვისების შექმნა და განვითარება გასტრონომიული მიმართულებით.