https://sputnik-georgia.com/20250612/25-atasze-meti-fasdakleba-evropis-40-qveyanasi-ra-setavazebebi-elis-qartvel-axalgardebs-293735702.html
25 ათასზე მეტი ფასდაკლება ევროპის 40 ქვეყანაში: რა შეთავაზებები ელის ქართველ ახალგაზრდებს
25 ათასზე მეტი ფასდაკლება ევროპის 40 ქვეყანაში: რა შეთავაზებები ელის ქართველ ახალგაზრდებს
Sputnik საქართველო
მერიის ცნობით, ევროპული ახალგაზრდული ბარათის პროგრამა თბილისის მერიის მხრიდან ახალგაზრდების ხელშემწყობი ერთ-ერთი მასშტაბური ინიციატივა იქნება. 12.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-12T17:27+0400
2025-06-12T17:27+0400
2025-06-12T17:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
კახა კალაძე
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23036/63/230366399_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_e2823d081ce36b3ec1214c2abb179fe1.jpg
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. უახლოეს პერიოდში საქართველოში 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ევროპული ახალგაზრდული ბარათი - ე.წ. შესაძლებლობების ქარდი, რომელიც მის მფლობელებს სთავაზობს 25 ათასზე მეტ ფასდაკლებას ევროპის 40 ქვეყანაში. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოში ევროპული ახალგაზრდული ბარათის ექსკლუზიური ლიცენზიორი თბილისის მერიაა. კალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ პროგრამა არა მხოლოდ თბილისის, არამედ ქვეყნის მასშტაბით მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს, თბილისის მერიასა და საქართველოს ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის ფარგლებში 2025 წლის შემოდგომიდან უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება პროგრამაში. მერიის ინფორმაციით, ევროპული ახალგაზრდული ბარათები ფართო მასშტაბით მიმდინარე წლის შემოდგომიდან გაიცემა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23036/63/230366399_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_c846e6dd8b6959612851d58a50daa57b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , თბილისის მერია
ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , თბილისის მერია
25 ათასზე მეტი ფასდაკლება ევროპის 40 ქვეყანაში: რა შეთავაზებები ელის ქართველ ახალგაზრდებს
მერიის ცნობით, ევროპული ახალგაზრდული ბარათის პროგრამა თბილისის მერიის მხრიდან ახალგაზრდების ხელშემწყობი ერთ-ერთი მასშტაბური ინიციატივა იქნება.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. უახლოეს პერიოდში საქართველოში 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ევროპული ახალგაზრდული ბარათი - ე.წ. შესაძლებლობების ქარდი, რომელიც მის მფლობელებს სთავაზობს 25 ათასზე მეტ ფასდაკლებას ევროპის 40 ქვეყანაში. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოში ევროპული ახალგაზრდული ბარათის ექსკლუზიური ლიცენზიორი თბილისის მერიაა.
„ევროპული ახალგაზრდული ბარათი აერთიანებს 9 მლნ-მდე ახალგაზრდას. პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის ზრდა მობილობის, განთავსების, განათლების, სპორტის, კულტურის, გართობის სერვისებზე. ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და თბილისის მერია საქართველოში ევროპული ახალგაზრდული ბარათის ექსკლუზიური ლიცენზიორია", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ პროგრამა არა მხოლოდ თბილისის, არამედ ქვეყნის მასშტაბით მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს, თბილისის მერიასა და საქართველოს ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის ფარგლებში 2025 წლის შემოდგომიდან უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება პროგრამაში.
მერიის ინფორმაციით, ევროპული ახალგაზრდული ბარათები ფართო მასშტაბით მიმდინარე წლის შემოდგომიდან გაიცემა.