პრემიერმა ოპოზიციის მთავარი პრობლემა დაასახელა

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი და შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი და შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2025
გამოწერა
მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ოპოზიცია სრულიად უუნაროა
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოში ოპოზიციის პრობლემა ქარიზმატული ლიდერის არარსებობაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მოკლეხნიანი გაერთიანების შემდეგ ოპოზიციაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხზე უთანხმოება დაიწყო.
„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც აქვს ოპოზიციას არის ის, რომ მათ არ ჰყავთ არც ერთი რეიტინგული და ქარიზმატული ფიგურა, არც ერთი ასეთი პოლიტიკოსი არ არის ოპოზიციაში. ამის გამოა, რომ ურეიტინგო პოლიტიკოსებს, ხან ერთ დავალებას აძლევენ გარედან, ხან მეორეს“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. 62 რაიონიდან თითოეულის მაცხოვრებლები ცალ-ცალკე ირჩევენ მერებსა და საკრებულოების წევრებს.
აქამდე ოპოზიციის ძირითადი ნაწილი, რომელსაც ქვეყნის უმეტეს ქალაქებსა და რეგიონებში ბარიერის გადალახვის შანსი აქვს, არჩევნების მიმართ ბოიკოტის ერთიან პოზიციას ინარჩუნებდა. თუმცა, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოწოდებამ ბოიკოტზე უარის თქმისა და არჩევნებზე წასვლის შესახებ ეს პოზიცია სერიოზულად შეარყია.
რა დგას არჩევნების უკან
საქართველოსთვის ეს არჩევნები მნიშვნელოვანია რეგიონებზე კონტროლისა და მოსახლეობის პოლიტიკური სიმპათიების განსაზღვრის თვალსაზრისით.
ამავდროულად, მომავალი არჩევნები მასშტაბურია საარჩევნო პროცესში მონაწილე სუბიექტების რაოდენობის თვალსაზრისით, ასევე ლოკალურიცაა, იმის გათვალისწინებით, რომ 62 რაიონიდან თითოეულის მაცხოვრებლები ცალ-ცალკე ირჩევენ მერებსა და საკრებულოების წევრებს.
ამავდროულად, არჩევნების შედეგები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ოლქების მიხედვით. მაგალითად, ბოლო ასეთ არჩევნებში, რომელიც ჩატარდა თბილისში, საარჩევნო ბარიერი ხუთმა პარტიამ გადალახა, საქართველოს მთიან რეგიონში, ამბროლაურში - სამმა, ხოლო ახალქალაქის რეგიონში - ორმა.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მიხედვით, ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ შემდეგ პარტიებს აქვთ: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „საქართველოსთვის“.
დანარჩენმა პარტიებმა, ქვეყნის მასშტაბითაც კი, მინიმალური 3%-იანი მხარდაჭერაც ვე მოიპოვეს და რიგ რეგიონებში მათი მხარდაჭერა ნულის ტოლი იყო.
მცირე შანსებს შეზღუდული ფინანსებიც ემატება. სიტუაცია რადიკალურად განსხვავდება გასული წლის საპარლამენტო არჩევნების სიტუაციისგან, როდესაც პარტიების უმეტესობას ბიუჯეტიდან თანხები და უფასო სატელევიზიო რეკლამის უფლება ჰქონდა.
დღესდღეობით, ოპოზიციური პარტიების უმეტესობა თვითდაფინანსებაზეა და შემოწირულობებით არსებობს. ამავდროულად, მათ უფლება აქვთ მიიღონ თანხები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისა და ქართული კომპანიებისგან. უცხოური დაფინანსების ნებისმიერი შემოდინება, მათ შორის ევროპელებისგან ან ემიგრანტებისგან, გამორიცხულია.
დაფინანსების ნაკლებობა მნიშვნელოვნად ზღუდავს ქართული პოლიტიკური პარტიების შესაძლებლობებს „ქართული ოცნების“ შესაძლებლობების ფონზე, რომელიც, სტატისტიკის მიხედვით, მილიონობით ლარს ხარჯავს არჩევნებსა და საარჩევნო კამპანიებზე, რაც მნიშვნელოვან და შეიძლება ითქვას, განმსაზღვრელ გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე.
როგორც პრაქტიკამ აჩვენა, საქართველოს არჩევნებში რეკლამა და საეთერო დროზე წვდომა უზარმაზარ როლს თამაშობს ელექტორატის ფორმირებაზე.
ყველა ახალი ამბავი
0