საქართველოს გენერალური აუდიტორი გიორგი გაბიტაშვილი გახდა

© Courtesy of Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2025
გამოწერა
გაბიტაშვილი თანამდებობაზე 5 წლის ვადით აირჩიეს.
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ყოფილი გენერალური პროკურორი, გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ერთხმად, 84 ხმით აირჩია.
ყოფილი გენპროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 4 ივნისს წარადგინა.
პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა იმსჯელა და მხარი დაუჭირა.
„ვაცნობიერებ გენერალური აუდიტორის როლს, რომელიც მოქმედებს აღმასრულებელი და პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებლად. ეს თანამდებობა არ არის სიმბოლური და ამ თანამდებობაზე საქმიანობა დემოკრატიული ანგარიშვალდებულების და ფინანსური დისციპლინის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. ვიღებ ვალდებულებას, დავიცვა და კიდევ უფრო გავაძლიერო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ძირითადი პრინციპები - ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, საჯაროობა და პროფესიონალიზმი", - განაცხადა გაბიტაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა გაბიტაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
გაბიტაშვილი თანამდებობაზე 5 წლის ვადით აირჩიეს.
გიორგი გაბიტაშვილი გენერალურ პროკურორად 2024 წლის ივლისში აირჩიეს, თანამდებობა კი 2025 წლის ივნისში დატოვა.
გენერალური აუდიტორის თანამდებობას ცოტნე ყავლაშვილი იკავებდა, რომელიც აღნიშნული თანამდებობიდან ვადაზე ადრე, პირადი განცხადებით წავიდა. ყავლაშვილი ფინანსთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტზე დაბრუნდა.
ყველა ახალი ამბავი
0