https://sputnik-georgia.com/20250611/saqartvelo-rvinis-warmoebit-msoflio-qveynebis-oceulsia-293712352.html
საქართველო ღვინის წარმოებით მსოფლიო ქვეყნების ოცეულშია
საქართველო ღვინის წარმოებით მსოფლიო ქვეყნების ოცეულშია
Sputnik საქართველო
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმადაც, 2024 წელს საქართველომ 236 მლნ ლიტრი ღვინო აწარმოა. 11.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-11T09:33+0400
2025-06-11T09:33+0400
2025-06-11T09:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24336/16/243361695_0:112:2001:1237_1920x0_80_0_0_c8bc24376a2c6d387ed5dcfea5aab9c9.jpg
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველო ღვინის წარმოების მოცულობით მსოფლიოში მე-16 ადგილზე, იუწყება პორტალი BM.GE ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სტატისტიკაზე დაყრდნობით. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OIV) ვებგვერდზე 2024 წლის სტატისტიკა გამოქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2024 წელს საქართველომ 236 მლნ ლიტრი (≈2.4 mhl) ღვინო აწარმოა, რაც მთლიანი წარმოების 1%-ია.ღვინის მწარმოებელი ქვეყნების ოცეულში საქართველოს შემდეგ არიან: ავსტრია (2.2 mhl), ბრაზილია (2.1 mhl), საბერძნეთი (1.4 mhl) და მოლდოვა (1.1 mhl). რაც შეეხება ვაზისა და ღვინის სექტორის შეფასებას, ორგანიზაციის გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში აღნიშნულია, რომ გასული წლის წარმოება 19,7%-ით აღემატება ქვეყნის 5-წლიან საშუალო მაჩვენებელს. შესაბამისად, გასული წელი, საუკუნის დასაწყისიდან, რეკორდული იყო ღვინის წარმოების კუთხით. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ვენახები 48.700 ჰექტარზეა გაშენებული, რაც წლიურად 0,4%-იანი ზრდაა - ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 26-ე ადგილზეა. რაც შეეხება მოხმარებას, ორგანიზაციის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში ამ სასმლის მოხმარება 28,2%-ით გაიზარდა და 119.900.000 ლიტრს (1.2 mhl) მიაღწია, რითაც ქვეყანა 29-ე ადგილს იკავებს. ამასთან, საქართველოს 15+ ასაკის მოსახლეობაში, ერთი ადამიანი წლიურად, საშუალოდ, 39,9 ლიტრ ღვინოს სვამს. გლობალურად კი საქართველოზე ღვინის მოხმარების 0,6% მოდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24336/16/243361695_100:0:1899:1349_1920x0_80_0_0_2563c98d8c2d8a44d68a044e8eaa3c83.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო
საქართველო ღვინის წარმოებით მსოფლიო ქვეყნების ოცეულშია
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმადაც, 2024 წელს საქართველომ 236 მლნ ლიტრი ღვინო აწარმოა.
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველო ღვინის წარმოების მოცულობით მსოფლიოში მე-16 ადგილზე, იუწყება პორტალი BM.GE ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სტატისტიკაზე დაყრდნობით.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OIV) ვებგვერდზე 2024 წლის სტატისტიკა გამოქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2024 წელს საქართველომ 236 მლნ ლიტრი (≈2.4 mhl) ღვინო აწარმოა, რაც მთლიანი წარმოების 1%-ია.
„საქართველოში ღვინის წარმოება წლიურად 26,6%-ით გაიზარდა, რითაც ქვეყანა მსოფლიოში რიგით მე-16 მწარმოებელია", - აღნიშავენ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციაში.
ღვინის მწარმოებელი ქვეყნების ოცეულში საქართველოს შემდეგ არიან: ავსტრია (2.2 mhl), ბრაზილია (2.1 mhl), საბერძნეთი (1.4 mhl) და მოლდოვა (1.1 mhl).
რაც შეეხება ვაზისა და ღვინის სექტორის შეფასებას, ორგანიზაციის გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში აღნიშნულია, რომ გასული წლის წარმოება 19,7%-ით აღემატება ქვეყნის 5-წლიან საშუალო მაჩვენებელს. შესაბამისად, გასული წელი, საუკუნის დასაწყისიდან, რეკორდული იყო ღვინის წარმოების კუთხით.
„წარმოების ზრდა განპირობებულია ღვინის ძირითად რეგიონებში ამინდის სახარბიელო მდგომარეობით", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ვენახები 48.700 ჰექტარზეა გაშენებული, რაც წლიურად 0,4%-იანი ზრდაა - ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 26-ე ადგილზეა.
რაც შეეხება მოხმარებას, ორგანიზაციის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში ამ სასმლის მოხმარება 28,2%-ით გაიზარდა და 119.900.000 ლიტრს (1.2 mhl) მიაღწია, რითაც ქვეყანა 29-ე ადგილს იკავებს.
ამასთან, საქართველოს 15+ ასაკის მოსახლეობაში, ერთი ადამიანი წლიურად, საშუალოდ, 39,9 ლიტრ ღვინოს სვამს.
გლობალურად კი საქართველოზე ღვინის მოხმარების 0,6% მოდის.