ზახაროვა: მალიუკის განცხადება ტერორიზმის დანაშაულის აღიარებაა

© Press service of the Russian Foreign Ministry  / გადასვლა მედიაბანკშიმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2025
გამოწერა
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელ ვასილი მალიუკის განცხადებას რუსეთში ახალი ტერაქტების მომზადების შესახებ, ტერორიზმის დანაშაულის აღიარებად მივიჩნევთ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„ეს არის აღიარება, სრული აღიარება, რომ ისინი ტერორისტული დაჯგუფება, ბანდა არიან — ნაციონალისტური იდეოლოგიის ბანდა, მაგრამ განხორციელების მეთოდის მიხედვით, ეს, რა თქმა უნდა, ტერორიზმია. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ დაფინანსება საზღვარგარეთიდან მოდის, ესე იგი, საერთაშორისო ტერორიზმია“, — აღნიშნა ზახაროვამ ბრიფინგზე.
მანამდე ვასილი მალიუკმა განაცხადა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახური „მტერს იქაც კი დაარტყამს, სადაც ის თავს მიუწვდომლად მიიჩნევს“.
მისი თქმით, უკრაინა მუშაობს იმაზე, რომ რუსეთი იმაზე არანაკლებ მტკივნეული ახალი სიურპრიზებით გააოცოს, ვიდრე ეს ოპერაცია „აბლაბუდა“ იყო.
ყველა ახალი ამბავი
0