შმიგალი: უკრაინა ბრიტანეთისგან 2,3 მლრდ დოლარს მიიღებს იარაღის შესაძენად

დენის შმიგალი - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2025
გამოწერა
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. უკრაინა იმედოვნებს, რომ დიდი ბრიტანეთისგან 1,7 მლრდ გირვანქა სტერლინგს (2,3 მლრდ აშშ დოლარი) მიიღებს, განაცხადა უკრაინის პრემიერმა დენის შმიგალმა.
„უკრაინა ბრიტანეთისგან მიღებულ თითქმის 1,7 მილიარდ გირვანქა სტერლინგს იარაღის დამატებით შეძენას მოახმარს. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მივიღეთ. ამ სახსრებით საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Rapid Ranger-ებსა და ასევე მსუბუქ მრავალმიზნობრივ რაკეტა Marlet-ებს შევიძენთ. ეს არსებითად გააძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას“, — წერს შმიგალი Telegram-არხზე.
როგორც პრემიერი განმარტავს, ივნისში ბრიტანეთმა რეკორდული დახმარება გამოაცხადა უკრაინისთვის დრონების მიწოდების კუთხით. საუბარია 350 მილიონ გირვანქაზე (472,5 მლნ აშშ დოლარი), რაც აჩენს შესაძლებლობას, რომ უკრაინას წელს 100 ათასი დრონი გადაეცეს.
მანამდე დიდ ბრიტანეთში მთავრობის სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვა გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, ლონდონი ახალი სტრატეგიის ფარგლებში ყოველწლიურად 3 მილიარდ გირვანქას (4 მილიარდ აშშ დოლარს) მიმართავს კიევის სამხედრო დახმარებისთვის და ამ დახმარებას გაუწევს მანამ, „სანამ საჭირო იქნება".
ყველა ახალი ამბავი
0