მდინარე ცხენისწყლიდან მაშველებმა ბავშვი უვნებლად ამოიყვანეს

© photo: Sputnikსამაშველო ოპერაცია
სამაშველო ოპერაცია - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2025
გამოწერა
ძებნა-შველის ღონისძიებაში 50-მდე მეხანძრე-მაშველი იღებდა მონაწილეობას.
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. სამაშველო ჯგუფმა მარტვილში, მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ გაუჩინარებული ბავშვი მდინარიდან უვნებლად ამოიყვანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უწყებაში შევიდა ინფორმაცია, რომ მარტვილში, სოფელ ქვემო ხუნწში მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ ბავშვი გაუჩინარდა.
უწყების ცნობით, ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩაერთო 50-მდე მეხანძრე-მაშველი, წყალზე სამაშველო საშუალებები და მყვინთავთა ჯგუფი, რის შედეგადაც მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან 500 მეტრის მოშორებით იპოვეს ბავშვი და ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს.
გავრცლებული ინფორმაციით, ბავშვი მდინარეზე ბაბუასთან ერთად იმყოფებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0