მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 16-მა პირმა 12 მიწის ნაკვეთი მოტყუებით დაირეგისტრირა

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2025
გამოწერა
დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე მაისში სისხლისსამართლებრივი დევნა 16 პირის მიმართ დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება ბრალდებულებს ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებას ედავება.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა 2017-2021 წლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოტყუებით დაირეგისტრირეს საერთო ჯამში 21.632 მ2 ფართობის 12 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 800 ათას ლარს აღემატება.
გამოძიების პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები დაყადაღდა. მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მათი სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 362-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0