https://sputnik-georgia.com/20250611/komunikaciebis-komisia-televiziebis-sabanko-angarisebze-wvdomas-miirebs-293721205.html
კომუნიკაციების კომისია ტელევიზიების საბანკო ანგარიშებზე წვდომას მიიღებს
კომუნიკაციების კომისია ტელევიზიების საბანკო ანგარიშებზე წვდომას მიიღებს
Sputnik საქართველო
კომისიას შეეძლება სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია ამა თუ იმ ტელეკომპანიის მიერ მიღებული კონკრეტული გზავნილების და ჩარიცხვების შესახებ. 11.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-11T17:32+0400
2025-06-11T17:32+0400
2025-06-11T17:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251583075_0:240:3001:1928_1920x0_80_0_0_aa7e5135c148d3afc35d6410a8af985a.jpg
თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მისცემს უფლებას, მიიღოს ინფორმაცია ბანკებიდან ანგარიშებისა და გადარიცხვების შესახებ.კანონპროექტის თანახმად, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, კომუნიკაციების კომისიას შეეძლება სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია ამა თუ იმ ტელეკომპანიის მიერ მიღებული კონკრეტული გზავნილების და ჩარიცხვების შესახებ.მაუწყებლებს ექნებათ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა 48 საათის განმავლობაში, ხოლო სააპელაციო წესით განხილვა და სასამართლოში გადაწყვეტილების მიღება ათი დღის განმავლობაში მოხდება.ასევე, ცვლილებების მიღების შემდეგ, კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებული ჯარიმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ შეაჩერებს გადაწყვეტილებას, როგორც ეს ამჟამად ხდება.როგორც მმართველმა პარტიამ განმარტა, ცვლილებები აუცილებელი გახდა ახალი ნორმის გამო, რომელიც ტელე- და რადიომაუწყებლებს საზღვარგარეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს. კომუნიკაციების ეროვნული კომისია პასუხისმგებელია საქართველოში მედიის დაფინანსების მონიტორინგზე. ცვლილებები ძალაში შევა სამი მოსმენით მიღებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251583075_0:0:2571:1928_1920x0_80_0_0_8ecc22e446622fbabe91dca406213793.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
კომუნიკაციების კომისია ტელევიზიების საბანკო ანგარიშებზე წვდომას მიიღებს
კომისიას შეეძლება სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია ამა თუ იმ ტელეკომპანიის მიერ მიღებული კონკრეტული გზავნილების და ჩარიცხვების შესახებ.
თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მისცემს უფლებას, მიიღოს ინფორმაცია ბანკებიდან ანგარიშებისა და გადარიცხვების შესახებ.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, კომუნიკაციების კომისიას შეეძლება სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია ამა თუ იმ ტელეკომპანიის მიერ მიღებული კონკრეტული გზავნილების და ჩარიცხვების შესახებ.
მაუწყებლებს ექნებათ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა 48 საათის განმავლობაში, ხოლო სააპელაციო წესით განხილვა და სასამართლოში გადაწყვეტილების მიღება ათი დღის განმავლობაში მოხდება.
ასევე, ცვლილებების მიღების შემდეგ, კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებული ჯარიმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ შეაჩერებს გადაწყვეტილებას, როგორც ეს ამჟამად ხდება.
როგორც მმართველმა პარტიამ განმარტა, ცვლილებები აუცილებელი გახდა ახალი ნორმის გამო, რომელიც ტელე- და რადიომაუწყებლებს საზღვარგარეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს. კომუნიკაციების ეროვნული კომისია პასუხისმგებელია საქართველოში მედიის დაფინანსების მონიტორინგზე. ცვლილებები ძალაში შევა სამი მოსმენით მიღებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ.