ფინანსთა სამინისტრო 2025 წლის მშპ-ს ზრდის პროგნოზის გადახედვას არ გეგმავს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2025
გამოწერა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წელს 6%-დან 7,2%-მდე გაზარდა.
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ამ დროისთვის არ გეგმავს ქვეყნის 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვას, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წელს 6%-დან 7,2%-მდე გაზარდა.
„2025 წელი დავგეგმეთ 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე. პირველ 4 თვეში გვაქვს 8,8% ანუ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ბიუჯეტის გეგმით არის, თუმცა ამ ეტაპზე, პროგნოზის გადახედვა და ბიუჯეტის ახალ პროგნოზზე დაგეგმვა არ ხდება, შენარჩუნებულია 6%-იანი ეკონომიკური ზრდა წლევანდელი წლისთვის და მომდევნო წლებზე უკვე საშუალოდ 5,2%-ით გვაქვს განსაზღვრული“, - განაცხადა კაკაურიძემ.
საქართველოს ეკონომიკა ბოლო რამდენიმე წელია დინამიურად იზრდება. საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იყო 10,6%, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,4%. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2025 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7,5% შეადგინა, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში მშპ-ის საშუალო მაჩვენებელმა 8,8% შეადგინა.
2024 წლის აპრილში გამოქვეყნებული სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2029 წელს საქართველო ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ს ათწლიანი ზრდის ტემპით მსოფლიოში სამეულში იქნება და ევროპაში უდავო ლიდერი გახდება. ამავდროულად, პროგნოზის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 10 წლის განმავლობაში 68%-ით გაიზრდება. საქართველოს ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდა 5,3% იქნება.
2029 წელს ერთ სულ მოსახლეზე გამოსახული საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 12.900 აშშ დოლარს გადააჭარბებს, რაც სამჯერ მეტია 2020 წელთან შედარებით და ორნახევარჯერ მეტია 2021 წელთან შედარებით.
2029 წელს, ფონდის პროგნოზით, ერთ სულ მოსახლეზე გამოსახული საქართველოს ნომინალური ეკონომიკა აშშ დოლარში 8,6%-ით გაიზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0