https://sputnik-georgia.com/20250611/dges-lomisobaa-293716988.html
დღეს ლომისობაა
დღეს ლომისობაა
Sputnik საქართველო
მსხვერპლშეწირვის ტრადიციას ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს, რომლებიც ცხოველების მასობრივად ხოცვას აპროტესტებენ. 11.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-11T12:42+0400
2025-06-11T12:42+0400
2025-06-11T12:42+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24066/63/240666373_0:106:2049:1258_1920x0_80_0_0_977e5ce74ff41fc317d3ee8936815ced.jpg
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დღესასწაულს — ლომისობას აღნიშნავს.ლომისა წარმართული ღვთაება იყო მთიულეთში. მიიჩნევენ, რომ ლომისობა ადრექრისტიანული საეკლესიო დღესასწაულია. სხვა ვერსიის თანახმად, ლომისობა ქრისტიანობამდელი პერიოდიდან მოდის, თუმცა ამჟამად აღინიშნება, როგორც ქრისტიანული რელიგიური დღესასწაული.ლომისის სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – დუშეთის რაიონში, სოფელ მლეთაში.ლომისობა მოძრავი დღესასწაულია. წელიწადში ერთხელ, აღდგომიდან მეშვიდე კვირას მორწმუნეები იკრიბებიან და მლეთაში IX-X საუკუნის ლომისის წმინდა გიორგის ტაძარში ლომისობას აღნიშნავენ. მლოცველებს სწამთ, რომ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია განსაკუთრებული მადლის მატარებელი და გამორჩეული ძალის მქონეა. ლომისობას ხალხი მლეთაში საქართველოს ყველა კუთხიდან იკრიბება.ლეგენდის მიხედვით, ლომისა გზოვანის წმიდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას.ტაძარში ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან რაიმეს თხოვნა სურს წმინდანისთვის, ამ ჯაჭვს კისერზე დაიდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით.ხალხური გადმოცემით, ჯაჭვი მლეთაზე ამოუტანია დადიანის ქალიშვილს, რომელსაც დიდი ცოდვები ჩაუდენია. მონანიების მიზნით აღთქმა დაუდია უფლის წინაშე, რომ იგი საკუთარ ქედზე დაიდებდა ჯვარს უფლის სადიდებლად წმიდა გიორგის მეოხებით და ამ მძიმე ტვირთით ფეხშიშველი ავიდოდა სალოცავში.ლომისა იყო მთიულეთისა და ქსნის ხეობის მოსახლეობის უპირველესი სალოცავი. აქვე წყდებოდა ბევრი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო საკითხი.მომლოცველები სალოცავს შინაურ ცხოველს, უმეტესად ცხვარს სწირავენ და სჯერათ, რომ სათხოვარი, რომლითაც ისინი ტაძარში მიდიან, აუსრულდებათ.მსხვერპლშეწირვის ტრადიციას ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს, რომლებიც ცხოველების მასობრივად ხოცვას აპროტესტებენ.ტაძრამდე მისასვლელად საკმაოდ რთული გზაა გასავლელი. გასულ წელს ლომისობის დღესასწაულზე 20-მდე ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მომლოცველები უამინდობისა და რთული რელიეფის გამო სიმაღლიდან ჩამოსვლისას დაშავდნენ.
https://sputnik-georgia.com/20250611/saeklesio-kalendari-11-ivnisi-293712512.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24066/63/240666373_114:0:1933:1364_1920x0_80_0_0_cd988d6382426aa8945317021871ed95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება
დღეს ლომისობაა
მსხვერპლშეწირვის ტრადიციას ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს, რომლებიც ცხოველების მასობრივად ხოცვას აპროტესტებენ.
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დღესასწაულს — ლომისობას აღნიშნავს.
ლომისა წარმართული ღვთაება იყო მთიულეთში. მიიჩნევენ, რომ ლომისობა ადრექრისტიანული საეკლესიო დღესასწაულია. სხვა ვერსიის თანახმად, ლომისობა ქრისტიანობამდელი პერიოდიდან მოდის, თუმცა ამჟამად აღინიშნება, როგორც ქრისტიანული რელიგიური დღესასწაული.
ლომისის სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – დუშეთის რაიონში, სოფელ მლეთაში.
ლომისობა მოძრავი დღესასწაულია. წელიწადში ერთხელ, აღდგომიდან მეშვიდე კვირას მორწმუნეები იკრიბებიან და მლეთაში IX-X საუკუნის ლომისის წმინდა გიორგის ტაძარში ლომისობას აღნიშნავენ. მლოცველებს სწამთ, რომ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია განსაკუთრებული მადლის მატარებელი და გამორჩეული ძალის მქონეა. ლომისობას ხალხი მლეთაში საქართველოს ყველა კუთხიდან იკრიბება.
ლეგენდის მიხედვით, ლომისა გზოვანის წმიდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას.
ტაძარში ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან რაიმეს თხოვნა სურს წმინდანისთვის, ამ ჯაჭვს კისერზე დაიდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით.
ხალხური გადმოცემით, ჯაჭვი მლეთაზე ამოუტანია დადიანის ქალიშვილს, რომელსაც დიდი ცოდვები ჩაუდენია. მონანიების მიზნით აღთქმა დაუდია უფლის წინაშე, რომ იგი საკუთარ ქედზე დაიდებდა ჯვარს უფლის სადიდებლად წმიდა გიორგის მეოხებით და ამ მძიმე ტვირთით ფეხშიშველი ავიდოდა სალოცავში.
ლომისა იყო მთიულეთისა და ქსნის ხეობის მოსახლეობის უპირველესი სალოცავი. აქვე წყდებოდა ბევრი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო საკითხი.
მომლოცველები სალოცავს შინაურ ცხოველს, უმეტესად ცხვარს სწირავენ და სჯერათ, რომ სათხოვარი, რომლითაც ისინი ტაძარში მიდიან, აუსრულდებათ.
მსხვერპლშეწირვის ტრადიციას ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს, რომლებიც ცხოველების მასობრივად ხოცვას აპროტესტებენ.
ტაძრამდე მისასვლელად საკმაოდ რთული გზაა გასავლელი. გასულ წელს ლომისობის დღესასწაულზე 20-მდე ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მომლოცველები უამინდობისა და რთული რელიეფის გამო სიმაღლიდან ჩამოსვლისას დაშავდნენ.