„ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა დავუდასტურე“ - რა უთხრა მერაბ დვალიშვილმა დონალდ ტრამპს

© Merab "The Machine" Dvalishviliაშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მერაბ დვალიშვილი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მერაბ დვალიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2025
გამოწერა
მერაბ დვალიშვილი ქომაგებს რიყის პარკში შეხვდა
თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ის ქართველმა ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოში ჩამოვიდა, თბილისის აეროპორტში მასსა და მის მეგობრებს დახვედრა მოუწყვეს.
მერაბს თან ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი, ინფლუ­ენ­სე­რი ნინა დრა­მა და სხვა მე­გობ­რე­ბი ახლავს. აეროპორტიდან მერაბ დვალიშვილი რიყის პარკში გაემართა, სადაც ქომაგებს შეხვდა.
მერაბ დვალიშვილმა 8 ივნისს ამერიკელი შონ ო'მალი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა.
„პირველ რიგში, ბედნიერი ვარ, რომ დავიცავი ჩემი ქამარი. სახლში დაბრუნება ყოველთვის მიხარია. ბედნიერი ვარ, ყველაფერი წინ არის, გაჩერებას არ ვაპირებ“, - განაცხადა დვალიშვილმა.
მან ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვაზე, რაზეც პასუხი საქართველოში ბევრს აინტერესებდა. მოგებული ბრძოლის შემდეგ მერაბ დვალიშვილი დარბაზში მყოფ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიესალმა, რამდენიმე სიტყვა უთხრა და სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.
„რა თქმა უნდა, რამდენიმე სიტყვა ვუთხარი, - დეტალურად არ ვიტყვი, ინგლისურად იყო, მაგრამ - ვახსენე საქართველო. ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა დავუდასტურე, მითხრა კარგი ბრძოლა იყოო, მოეწონა ჩემი ბრძოლა... ძალიან მცირე საუბრით შემოვიფარგლეთ, მაგრამ ჩავატიეთ ერთმანეთის პატივისცემა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დვალიშვილმა.
Nina Drama – ცნობილი ბლოგერია, რომელიც UFC-ში 2022 წლის ზაფხულიდან მუშაობს. მისი პირველი რესპონდენტი ხაბიბ ნურმაგომედოვი იყო. ნინას სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ UFC-მ განაახლა ყველა წონითი კატეგორიის ერთიანი რეიტინგი (P4P) და დვალიშვილი მეორე ადგილზე აღმოჩნდა. ეს მის კარიერაში საუკეთესო შედეგია. ახლა დვალიშვილი მხოლოდ ისლამ მახაჩევს ჩამორჩება, რომელმაც მსუბუქი დივიზიონი დატოვა და ქამრისთვის ბრძოლას ნახევრადმძიმე წონის კატეგორიაში გააგრძელებს.
დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი გასული წლის სექტემბერში შონ ო'მალის დამარცხების შედეგად მოიპოვა, ტიტული კი პირველად იანვარში უმარ ნურმაგომედოვთან დაიცვა. მან შერეული ორთაბრძოლების წესებით 24 ბრძოლა ჩაატარა და 20 გამარჯვება მოიპოვა.
რაც შეეხება 30 წლის ო'მალის, მან შერეული ორთაბრძოლებში 22 ბრძოლა ჩაატარა და 18 გამარჯვება მოიპოვა. ის ამჟამად UFC სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მხოლოდ ჩემპიონ დვალიშვილს ჩამორჩება.
ყველა ახალი ამბავი
0