https://sputnik-georgia.com/20250611/boworisvili-ungreti-aris-saqartvelos-mxardamweri-qveyana-293722795.html
ბოჭორიშვილი: უნგრეთი არის საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანა
ბოჭორიშვილი: უნგრეთი არის საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანა
Sputnik საქართველო
დღეს ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი გაიმართება 11.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-11T19:49+0400
2025-06-11T19:49+0400
2025-06-11T19:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
უნგრეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593380_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_56fecd9f72431d366ff171f6afe0e99a.jpg
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. უნგრეთი არის საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანა, ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება და გაღრმავება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. დღეს ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი გაიმართება, სადაც სხვადასხვა სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებები გაფორმდება. უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში ორდღიანი ოფიციალურ ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართება, სადაც გაფორმდება შეთანხმებები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, კულტურისა და ინოვაციების, ასევე სპორტის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში. მანამდე პირისპირ შეხვედრებს მართავენ მთავრობის წევრები. უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკთან და უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერ ლასლო კოვერთან. საქართველო და უნგრეთი საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ. პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ. პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და "ქართული ოცნების" ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს, რომ ბრიუსელმა არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593380_58:0:1197:854_1920x0_80_0_0_8354d8c596fa4ac6051c215f14df6c48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, უნგრეთი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, უნგრეთი
ბოჭორიშვილი: უნგრეთი არის საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანა
დღეს ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი გაიმართება
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. უნგრეთი არის საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანა, ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება და გაღრმავება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
დღეს ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი გაიმართება, სადაც სხვადასხვა სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებები გაფორმდება. უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
„საქართველოსა და უნგრეთს შორის არის ფორმატი, რომელიც ითვალისწინებს უმაღლეს დონეზე პოლიტიკურ დიალოგს, მინისტრების მონაწილეობით. დღეს, უნგრეთი მასპინძლობს საქართველოსა და უნგრეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ამ ფორმატს.ეს ფორმატი შესაძლებლობას გვაძლევს, ერთად ვიმსჯელოთ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებაზე", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში ორდღიანი ოფიციალურ ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართება, სადაც გაფორმდება შეთანხმებები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, კულტურისა და ინოვაციების, ასევე სპორტის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში. მანამდე პირისპირ შეხვედრებს მართავენ მთავრობის წევრები.
უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკთან და უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერ ლასლო კოვერთან.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.
პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ.
პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და "ქართული ოცნების" ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს, რომ ბრიუსელმა არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.