https://sputnik-georgia.com/20250611/borjomsi-didi-odenobit-xetyis-ukanono-mopovebis-faqtebi-gamoavlines-293717888.html
ბორჯომში დიდი ოდენობით ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
ბორჯომში დიდი ოდენობით ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
Sputnik საქართველო
უკანონოდ მოპოვებული ხეტყე ბორჯომის, ბაკურიანისა და ახალციხის „საქმიან ეზოებში" გადაიტანეს. 11.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-11T13:49+0400
2025-06-11T13:49+0400
2025-06-11T13:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/09/238810995_0:134:3167:1915_1920x0_80_0_0_dd6f2a76e562a2936ca1c6d4bc4a1fed.jpg
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცლებულ განცხადებაში. კერძოდ, ბორჯომის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ტერიტორიიდან ამოღებულია 81 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხეტყე (მორი). უკანონოდ მოპოვებული დიდი ოდენობით ხეტყე შემდგომი რეალიზაციის მიზნით ბორჯომის, ბაკურიანისა და ახალციხის სატყეო უბნების „საქმიან ეზოებში" გადაიტანეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების დროულად აღსაკვეთად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა 2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ. ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში. ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს. საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/09/238810995_217:0:2948:2048_1920x0_80_0_0_94e3fd6dd31b0526e24ae00d6a2817dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ბორჯომში დიდი ოდენობით ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
უკანონოდ მოპოვებული ხეტყე ბორჯომის, ბაკურიანისა და ახალციხის „საქმიან ეზოებში" გადაიტანეს.
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცლებულ განცხადებაში.
კერძოდ, ბორჯომის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ტერიტორიიდან ამოღებულია 81 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხეტყე (მორი).
უკანონოდ მოპოვებული დიდი ოდენობით ხეტყე შემდგომი რეალიზაციის მიზნით ბორჯომის, ბაკურიანისა და ახალციხის სატყეო უბნების „საქმიან ეზოებში" გადაიტანეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების დროულად აღსაკვეთად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.