პუტინმა ტრადიციული ფასეულობების თაობაზე სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა
18:23 10.06.2025 (განახლებულია: 15:23 08.09.2025)

© photo: Sputnik / Evgeny Biyatov
/ გამოწერა
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფა ტრადიციული ფასეულობების დაცვის საქმეში მნიშვნელოვანი და აქტუალური თემაა რუსეთისთვის, განაცხადა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
„ეს თემა უკიდურესად მნიშვნელოვანია და აქტუალური, და პირდაპირ კავშირშია რუსეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფასთან, უსაფრთხოების განმტკიცებასთან, საზოგადოებაში თანხმობასა და სტაბილურობასთან, დემოგრაფიულ განვითარებასთან, ახალი თაობების აღზრდასთან...“, — თქვა რუსეთის ლიდერმა.