ტაილანდური ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყებას განიხილავს

© photo: Sputnik / Alexander Yuriev / გადასვლა მედიაბანკშიბანგკოკი
ბანგკოკი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2025
გამოწერა
ავიაკომპანიასთან საქართველოში რეგულარული ფრენების დაწყებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ტაილანდური ავიაკომპანია Thai AirAsia X საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების დაწყების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ავიაკომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის საავიაციო პოლიტიკა მიმართულია ბაზრების დივერსიფიკაციისკენ, ასევე ფრენების სიხშირეებისა და მიმართულებების გაზრდისკენ.
„ვიმედოვნებთ, რომ ტაილანდსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე დაიწყება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციაზე და ვფიქრობთ, რომ ტაილანდი იქნება ახალი მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც გააძლიერებს ტურიზმსა და ავიაციას“, — აღნიშნა მან.
უწყების ინფორმაციით, ავიაკომპანია Thai AirAsia X-თან საქართველოში რეგულარული ფრენების დაწყებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
Thai AirAsia X ტაილანდური ავიაკომპანიაა, რომელიც ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ რეისებს 2019-2020 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ასრულებდა.
Thai Air Asia X 2014 წელს დაარსდა ტაილანდში და ის თავის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტური და წარმატებული ავიაკომპანიაა. მისი მთავარი ბაზა ბანგკოკში, დონ მიუანგის საერთაშორისო აეროპორტშია.
ყველა ახალი ამბავი
0