მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სროლა ავსტრიის სკოლაში: არიან დაღუპულები

© AFP 2024 / INA FASSBENDERგერმანიის პოლიცია
გერმანიის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2025
გამოწერა
რამდენიმე ათეული დაშავებული საავადმყოფოში იმყოფება.
თბილისი, 10 ივნისი - Sputnik. ავსტრიის ქალაქ გრაცში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა, გარდა ამისა, დაღუპულია თავად თავდამსხმელიც, იტყობინება შტირიის პოლიცია.
სამშაბათს, 10 ივნისს, ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. რამდენიმე ათეული დაშავებული საავადმყოფოში იმყოფება.
„დადასტურებულია ათი დაღუპული, მათ შორის თავად თავდამსხმელი, და რამდენიმე მძიმედ დაშავებული“, - ნათქვამია სოციალურ ქსელ X-ში შტირიის სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალურ აკაუნტზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
პოლიცია ვარაუდით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.
მანამდე, მერმა ელკე კარმა ავსტრიის საინფორმაციო სააგენტო APA-ს განუცხადა, რომ სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა - შვიდი მოსწავლე და ერთი ზრდასრული.
ყველა ახალი ამბავი
0