https://sputnik-georgia.com/20250610/saqartvelo-da-somxeti-saavtomobilo-gadazidvebis-ganvitarebas-agrzeleben-293711771.html
საქართველო და სომხეთი საავტომობილო გადაზიდვების განვითარებას აგრძელებენ
საქართველო და სომხეთი საავტომობილო გადაზიდვების განვითარებას აგრძელებენ
Sputnik საქართველო
ქართულმა მხარემ სომხურ მხარეს ქვეყანაში საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე რეფორმა გააცნო 10.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-10T22:28+0400
2025-06-10T22:28+0400
2025-06-10T22:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
სომხეთი
კავკასია
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269207758_0:77:829:543_1920x0_80_0_0_7e428ba76c73f81095784d281e56f37a.jpg
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველო და სომხეთი საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანების შემდგომი განვითარების მიზნით, შეთანხმდნენ შესაბამისი საკონტროლო დოკუმენტის (მგზავრთა სია) ფორმაზე, იუწყება საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო.თბილისში საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველო - სომხეთის შერეული კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის საავტომობილო მიმოსვლის სფეროში სატრანსპორტო-ლოგისტიკური, მათ შორის სატვირთო გადაზიდვებისა და სამგზავრო გადაყვანების სექტორის განვითარების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის საკითხები.სააგენტოს ინფორმაციით, „მგზავრთა სიის“ გამოყენება 2025 წლის 1 ივლისიდან სავალდებულო იქნება ქვეყნებს შორის საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანების განხორციელებისას.კომისიის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებსაც, იდენტიფიცირდა არსებული გამოწვევები და შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრა უფლებამოსილი პირების მიერ განსახორციელებელი პრაქტიკული ღონისძიებები.ქართულმა მხარემ სომხურ მხარეს გააცნო ქვეყანაში საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე რეფორმა, მათ შორის გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების წესი და მისი თავისებურებები.კომისიის მიმდინარეობისას ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც საავტომობილო ტრანსპორტის სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების კუთხით, ისე სატრანზიტო მიმოსვლის მიმართულებით.საქართველოს მხრიდან შერეული კომისიის სხდომას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ლევან გამყრელიძე, ხოლო სომხეთის მხრიდან - სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორული მართვის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არაიკ სტეფანიანი.საქართველო და სომხეთიდღეისთვის სომხეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის. 2024 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 873,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 3,5%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.2024 წელს სომხეთის მოქალაქეებმა საქართველოში 948,3 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც 1,5%-ით ნაკლებია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა "სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269207758_0:0:827:620_1920x0_80_0_0_ff5824b23f95e7e4ddf5e2f908d01648.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, კავკასია, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, კავკასია, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველო და სომხეთი საავტომობილო გადაზიდვების განვითარებას აგრძელებენ
ქართულმა მხარემ სომხურ მხარეს ქვეყანაში საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე რეფორმა გააცნო
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველო და სომხეთი საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანების შემდგომი განვითარების მიზნით, შეთანხმდნენ შესაბამისი საკონტროლო დოკუმენტის (მგზავრთა სია) ფორმაზე, იუწყება საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო.
თბილისში საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველო - სომხეთის შერეული კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის საავტომობილო მიმოსვლის სფეროში სატრანსპორტო-ლოგისტიკური, მათ შორის სატვირთო გადაზიდვებისა და სამგზავრო გადაყვანების სექტორის განვითარების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის საკითხები.
სააგენტოს ინფორმაციით, „მგზავრთა სიის“ გამოყენება 2025 წლის 1 ივლისიდან სავალდებულო იქნება ქვეყნებს შორის საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანების განხორციელებისას.
კომისიის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებსაც, იდენტიფიცირდა არსებული გამოწვევები და შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრა უფლებამოსილი პირების მიერ განსახორციელებელი პრაქტიკული ღონისძიებები.
ქართულმა მხარემ სომხურ მხარეს გააცნო ქვეყანაში საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე რეფორმა, მათ შორის გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების წესი და მისი თავისებურებები.
კომისიის მიმდინარეობისას ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც საავტომობილო ტრანსპორტის სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების კუთხით, ისე სატრანზიტო მიმოსვლის მიმართულებით.
საქართველოს მხრიდან შერეული კომისიის სხდომას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ლევან გამყრელიძე, ხოლო სომხეთის მხრიდან - სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორული მართვის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არაიკ სტეფანიანი.
დღეისთვის სომხეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის. 2024 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 873,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 3,5%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
2024 წელს სომხეთის მოქალაქეებმა საქართველოში 948,3 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც 1,5%-ით ნაკლებია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.
2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა "სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.