https://sputnik-georgia.com/20250610/ruset-ukrainis-konfliqti-293707173.html
მოსაზრება: რუსეთის შურისძიების მასშტაბი კვლავაც საიდუმლოდ რჩება
მოსაზრება: რუსეთის შურისძიების მასშტაბი კვლავაც საიდუმლოდ რჩება
Sputnik საქართველო
თუ მოწინააღმდეგე არ ნებდება, მას ანადგურებენ. რუსეთმა 1 ივნისს უკრაინის სპეცსამსახურების ტერაქტს ფართომასშტაბიანი ოპერაციით უპასუხა, რომლის მიზანიც იყო... 10.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-10T14:06+0400
2025-06-10T14:06+0400
2025-06-10T14:06+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/05/278295708_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_e33bd05e5aeff75a3cd7378d80b42378.jpg
თუ მოწინააღმდეგე არ ნებდება, მას ანადგურებენ. რუსეთმა 1 ივნისს უკრაინის სპეცსამსახურების ტერაქტს ფართომასშტაბიანი ოპერაციით უპასუხა, რომლის მიზანიც იყო უკრაინის სამეთაურო პუნქტების, სამხედრო-სამრეწველო ობიექტების, არსენალებისა და ნატოს შეიარაღებით აღჭურვილი საწყობების განადგურება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. განსაკუთრებული ყურადღება დასავლეთ რეგიონებზეა გამახვილებული. რუსეთის სარაკეტო დარტყმები სულ უფრო ახლოს ეცემა პოლონეთის, რუმინეთისა და სხვა ნატოს ქვეყნების საზღვრებთან. ბანდერეველების უკრაინა განწირულია დემილიტარიზაციისა და დეინდუსტრიალიზაციისთვის — იქ არაფერი იწარმოება, გარდა რუსეთის წინააღმდეგ საომარი იარაღისა.უკვე მეოთხე დღეა, რუსეთის არმია მასირებულ იერიშს აწარმობს უკრაინულ სამხედრო ობიექტებსა და სამხედრო-სამრეწველო საწარმოებზე. ეს არის საპასუხო ოპერაცია ბანდერეველებისთვის, 1 ივნისს რუსეთის რამდენიმე რეგიონში მოწყობილი ტერაქტებისთვის. საჰაერო განგაში მთელი უკრაინის ტერიტორიაზეა გამოცხადებული, და თვით ყველაზე „დაცულ“ ქალაქ კიევშიც კი, რომელიც ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებითაა აღჭურვილი. აფეთქებების ხმა უკვე 72 საათზე მეტია, თითქმის უწყვეტად ისმის. რუსული რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები მიზანმიმართულად ანადგურებენ მართვის ცენტრებს, საჰაერო თავდაცვის პოზიციებსა და სამხედრო ლოგისტიკას.მძიმე საარტილერიო ცეცხლი არ შეწყვეტილა 9 ივნისის ღამეს კიევის, ოდესის, ჩერკასის, ხარკოვისა და როვნოს ოლქებში. კიევში განადგურდა საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ის პოზიციური ზონა და დარნიცის თბოელექტროსადგური. ხარკოვში განხორციელდა 50-ზე მეტი დარტყმა სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე, არსენალებზე, უპილოტო აპარატების საცავებზე და მიწისქვეშა ნაგებობებზე. ქალაქ დუბნოში განადგურდა სამხედრო აეროდრომი და ხუთი უკრაინული МиГ-29 სადგომზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური ტერმინალი და საწარმო „დუბნონავთობროდუქტი“, რომელიც უკრაინის არმიას საწვავით ამარაგებდა. როვნოს ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე ღამის განმავლობაში 20-მდე დარტყმა განხორციელდა.ნიკოლაევში განხორციელდა 32 იერიში აეროდრომებზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების დისლოკაციის პუნქტებზე, იარაღის საწყობებსა და სამხედრო პროდუქციის საწარმოებზე. ოდესის მახლობლად რეაქტიული უპილოტოების გამშვები პოზიცია დაიწვა. რუსული სპეციალური დანიშნულების ბრიგადის „ესპანიოლის“ გაბედულმა რეიდმა გაანადგურა მოწინააღმდეგის საკომუნიკაციო და მონაცემთა გადაცემის სისტემა შავ ზღვაში მდებარე გაზის პლატფორმებზე, რომლებიც ადრე ყირიმზე უპილოტოებისა და საზღვაო დრონების იერიშების მართვისათვის გამოიყენებოდა.ტერნოპოლში მეორე დღეა, ვერ ახერხებენ ხანძრის ჩაქრობას რუსეთის იერიშის შემდეგ, რომელიც მიტანილი იქნა უკრაინის არმიის არსენალზე. გამოქვეყნდა კადრები ე.წ. „ბირთვული სოკოთი“ იმ ადგილზე, სადაც 150 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღი აფეთქდა— ეს იყო 56 ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow, 53 ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ATACMS და 32 საჰაერო თავდაცვის რაკეტა Patriot, რომლებიც ტერნოპოლში ხუთი დღით ადრე შეიტანეს. გარდა ამისა, NASA-მ გამოაქვეყნა სატელიტური ფოტოები 7 ივნისის ღამეს დნეპროპეტროვსკში მდებარე „დნეპროპრესისა“ და პავლოგრადის მექანიკური ქარხნის განადგურების შესახებ. დიდი ალბათობით, შემდეგი სამიზნე დნეპროჰესი იქნება.კიევის რეჟიმის ტერაქტებზე რუსეთის დამანგრეველი პასუხი დროში შეზღუდული არ აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ეს არის ნატოს ლოგისტიკისა და ბანდერეველთა სახელმწიფოს მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურის სისტემური განადგურების დასაწყისი. კომბინირებული იერიშები უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე, კამიკაძე-დრონებით, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით, დამატებითი დაზვერვისა და კორექტირების გამოყენებით, ადრე უკვე გამოიყენებოდა. მაგრამ დღეს შესამჩნევად შეცვლილია შეტევების რიტმი, სიხშირე და ზემოქმედების მასშტაბი, ირღვევა უკრაინის გადატვირთული საჰაერო თავდაცვის სისტემა.ამ ფონზე, აშშ-მ „უკრაინული“ საჰაერო თავდაცვის რაკეტები ახლო აღმოსავლეთში გადააგზავნა და აპირებს, საბოლოოდ შეიკავოს თავი რუსეთთან უიმედო პროქსი-ომის მხარდაჭერისგან. ნატოს ევროპული ქვეყნები კი ამერიკელების ჩანაცვლებას ვერ ახერხებენ, ვუნაიდან მათ არ აქვთ საკმარისი ბიუჯეტური რესურსი სამხედრო ხარჯების 5%-იან ზღვრამდე მისასვლელად და საერთოდ არ გააჩნიათ აუცილებელი რესურსები (ლითონი, დენთი, ტროტილი), რათა იარაღის წარმოება რამდენჯერმე გაზარდონ. ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ 5 ივნისს განაცხადა: ალიანსის ყველა ქვეყანა ერთად-ერთი წლის განმავლობაში იმდენი საბრძოლო მასალას უშვებს, რამდენსაც რუსეთი სამ თვეში.სააგენტო Reuters-მა, ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ამზადებს მრავალმიზნობრივ მასშტაბურ დარტყმას. და დასძინა, რომ მოსკოვის მთავარი „ასიმეტრიული“ პასუხი უკრაინის სპეცსამსახურების თავდასხმაზე ჯერ კიდევ წინ არის. რუსეთის დარტყმები, მათი თქმით, „იქნება ფართომასშტაბიანი, დაუნდობელი და შეუბრალებელი“.მარიონეტული უკრაინული არმია და ქვეყნის უშიშროების სამსახური, ისევე როგორც ევროპელი „შეშლილი ქორები“, საკუთარივე ქსელში დიდი ხნით გაებნენ. დღეს კრემლში საშუალო და მცირე სიშორის (500–5500 კმ) რაკეტების განლაგებას არ გამორიცხავენ, ნატოს გაფართოების და რუსეთის საზღვრებთან აგრესიული ქმედებების პასუხად. მოსკოვი მზად არის, უარი თქვას ცალხრივად დაწესებულ შეზღუდვებზე და აღადგინოს სარაკეტო იარაღის სრული განლაგების თავისუფლება. ეს მხოლოდ თეორია არაა, საუბარია კონკრეტულ სამიზნეებზე.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 9 ივნისს ბრიტანეთი დაადანაშაულა „100-პროცენტიან“ თანამონაწილეობაში რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის სპეცსამსახურების ტერაქტებში. შესაბამისად, უფრო რეალისტურად გამოიყურება ადრე გამოქვეყნებული ჰიპერბგერითი რაკეტით „ორეშნიკი“ შოტლანდიაში, ბრიტანეთის ატომური წყალქვეშა ნავების ბაზაზე იერიშის გეგმა. მთავარია, დაელოდონ „მორიგეობას“, როცა ოთხივე სუბმარინა პირსთან იქნება მიყვანილი.„საქმეში ჩახედულმა“ უკრაინელმა ანალიტიკოსებმაც კი მოულოდნელად გააცნობიერეს, რომ რუსეთის „იმპერიული ძალისხმევა“ ისტორიული მასშტაბისაა და განსაზღვრავს მომავლის საზღვრებს - „ბანდერეველებისთვის პატარა გეტოს“ სახით ლვოვის რაიონში. მხოლოდ ნეიტრალურ „საშუალო უკრაინას“ შეეძლება გარკვეული შეზღუდული პოლიტიკის გატარება, პატარა არმიის შენარჩუნება და ნეიტრალიტეტის მკაცრად დაცვა. თუმცა, ევროპაში უსაფრთხოების თანასწორი და განუყოფელი სისტემის ჩამოყალიბებისთვის ეს საკმარისი არ იქნება.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/05/278295708_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_1452a960ca61347bc35e1a0119d708de.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
თუ მოწინააღმდეგე არ ნებდება, მას ანადგურებენ. რუსეთმა 1 ივნისს უკრაინის სპეცსამსახურების ტერაქტს ფართომასშტაბიანი ოპერაციით უპასუხა, რომლის მიზანიც იყო უკრაინის სამეთაურო პუნქტების, სამხედრო-სამრეწველო ობიექტების, არსენალებისა და ნატოს შეიარაღებით აღჭურვილი საწყობების განადგურება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. განსაკუთრებული ყურადღება დასავლეთ რეგიონებზეა გამახვილებული. რუსეთის სარაკეტო დარტყმები სულ უფრო ახლოს ეცემა პოლონეთის, რუმინეთისა და სხვა ნატოს ქვეყნების საზღვრებთან. ბანდერეველების უკრაინა განწირულია დემილიტარიზაციისა და დეინდუსტრიალიზაციისთვის — იქ არაფერი იწარმოება, გარდა რუსეთის წინააღმდეგ საომარი იარაღისა.
უკვე მეოთხე დღეა, რუსეთის არმია მასირებულ იერიშს აწარმობს უკრაინულ სამხედრო ობიექტებსა და სამხედრო-სამრეწველო საწარმოებზე. ეს არის საპასუხო ოპერაცია ბანდერეველებისთვის, 1 ივნისს რუსეთის რამდენიმე რეგიონში მოწყობილი ტერაქტებისთვის. საჰაერო განგაში მთელი უკრაინის ტერიტორიაზეა გამოცხადებული, და თვით ყველაზე „დაცულ“ ქალაქ კიევშიც კი, რომელიც ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებითაა აღჭურვილი. აფეთქებების ხმა უკვე 72 საათზე მეტია, თითქმის უწყვეტად ისმის. რუსული რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები მიზანმიმართულად ანადგურებენ მართვის ცენტრებს, საჰაერო თავდაცვის პოზიციებსა და სამხედრო ლოგისტიკას.
მძიმე საარტილერიო ცეცხლი არ შეწყვეტილა 9 ივნისის ღამეს კიევის, ოდესის, ჩერკასის, ხარკოვისა და როვნოს ოლქებში. კიევში განადგურდა საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ის პოზიციური ზონა და დარნიცის თბოელექტროსადგური. ხარკოვში განხორციელდა 50-ზე მეტი დარტყმა სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე, არსენალებზე, უპილოტო აპარატების საცავებზე და მიწისქვეშა ნაგებობებზე. ქალაქ დუბნოში განადგურდა სამხედრო აეროდრომი და ხუთი უკრაინული МиГ-29 სადგომზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური ტერმინალი და საწარმო „დუბნონავთობროდუქტი“, რომელიც უკრაინის არმიას საწვავით ამარაგებდა. როვნოს ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე ღამის განმავლობაში 20-მდე დარტყმა განხორციელდა.
ნიკოლაევში განხორციელდა 32 იერიში აეროდრომებზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების დისლოკაციის პუნქტებზე, იარაღის საწყობებსა და სამხედრო პროდუქციის საწარმოებზე. ოდესის მახლობლად რეაქტიული უპილოტოების გამშვები პოზიცია დაიწვა. რუსული სპეციალური დანიშნულების ბრიგადის „ესპანიოლის“ გაბედულმა რეიდმა გაანადგურა მოწინააღმდეგის საკომუნიკაციო და მონაცემთა გადაცემის სისტემა შავ ზღვაში მდებარე გაზის პლატფორმებზე, რომლებიც ადრე ყირიმზე უპილოტოებისა და საზღვაო დრონების იერიშების მართვისათვის გამოიყენებოდა.
ტერნოპოლში მეორე დღეა, ვერ ახერხებენ ხანძრის ჩაქრობას რუსეთის იერიშის შემდეგ, რომელიც მიტანილი იქნა უკრაინის არმიის არსენალზე. გამოქვეყნდა კადრები ე.წ. „ბირთვული სოკოთი“ იმ ადგილზე, სადაც 150 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღი აფეთქდა— ეს იყო 56 ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow, 53 ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ATACMS და 32 საჰაერო თავდაცვის რაკეტა Patriot, რომლებიც ტერნოპოლში ხუთი დღით ადრე შეიტანეს. გარდა ამისა, NASA-მ გამოაქვეყნა სატელიტური ფოტოები 7 ივნისის ღამეს დნეპროპეტროვსკში მდებარე „დნეპროპრესისა“ და პავლოგრადის მექანიკური ქარხნის განადგურების შესახებ. დიდი ალბათობით, შემდეგი სამიზნე დნეპროჰესი იქნება.
კიევის რეჟიმის ტერაქტებზე რუსეთის დამანგრეველი პასუხი დროში შეზღუდული არ აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ეს არის ნატოს ლოგისტიკისა და ბანდერეველთა სახელმწიფოს მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურის სისტემური განადგურების დასაწყისი. კომბინირებული იერიშები უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე, კამიკაძე-დრონებით, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით, დამატებითი დაზვერვისა და კორექტირების გამოყენებით, ადრე უკვე გამოიყენებოდა. მაგრამ დღეს შესამჩნევად შეცვლილია შეტევების რიტმი, სიხშირე და ზემოქმედების მასშტაბი, ირღვევა უკრაინის გადატვირთული საჰაერო თავდაცვის სისტემა.
ამ ფონზე, აშშ-მ „უკრაინული“ საჰაერო თავდაცვის რაკეტები ახლო აღმოსავლეთში გადააგზავნა და აპირებს, საბოლოოდ შეიკავოს თავი რუსეთთან უიმედო პროქსი-ომის მხარდაჭერისგან. ნატოს ევროპული ქვეყნები კი ამერიკელების ჩანაცვლებას ვერ ახერხებენ, ვუნაიდან მათ არ აქვთ საკმარისი ბიუჯეტური რესურსი სამხედრო ხარჯების 5%-იან ზღვრამდე მისასვლელად და საერთოდ არ გააჩნიათ აუცილებელი რესურსები (ლითონი, დენთი, ტროტილი), რათა იარაღის წარმოება რამდენჯერმე გაზარდონ. ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ 5 ივნისს განაცხადა: ალიანსის ყველა ქვეყანა ერთად-ერთი წლის განმავლობაში იმდენი საბრძოლო მასალას უშვებს, რამდენსაც რუსეთი სამ თვეში.
სააგენტო Reuters-მა, ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ამზადებს მრავალმიზნობრივ მასშტაბურ დარტყმას. და დასძინა, რომ მოსკოვის მთავარი „ასიმეტრიული“ პასუხი უკრაინის სპეცსამსახურების თავდასხმაზე ჯერ კიდევ წინ არის. რუსეთის დარტყმები, მათი თქმით, „იქნება ფართომასშტაბიანი, დაუნდობელი და შეუბრალებელი“.
მარიონეტული უკრაინული არმია და ქვეყნის უშიშროების სამსახური, ისევე როგორც ევროპელი „შეშლილი ქორები“, საკუთარივე ქსელში დიდი ხნით გაებნენ. დღეს კრემლში საშუალო და მცირე სიშორის (500–5500 კმ) რაკეტების განლაგებას არ გამორიცხავენ, ნატოს გაფართოების და რუსეთის საზღვრებთან აგრესიული ქმედებების პასუხად. მოსკოვი მზად არის, უარი თქვას ცალხრივად დაწესებულ შეზღუდვებზე და აღადგინოს სარაკეტო იარაღის სრული განლაგების თავისუფლება. ეს მხოლოდ თეორია არაა, საუბარია კონკრეტულ სამიზნეებზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 9 ივნისს ბრიტანეთი დაადანაშაულა „100-პროცენტიან“ თანამონაწილეობაში რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის სპეცსამსახურების ტერაქტებში. შესაბამისად, უფრო რეალისტურად გამოიყურება ადრე გამოქვეყნებული ჰიპერბგერითი რაკეტით „ორეშნიკი“ შოტლანდიაში, ბრიტანეთის ატომური წყალქვეშა ნავების ბაზაზე იერიშის გეგმა. მთავარია, დაელოდონ „მორიგეობას“, როცა ოთხივე სუბმარინა პირსთან იქნება მიყვანილი.
„საქმეში ჩახედულმა“ უკრაინელმა ანალიტიკოსებმაც კი მოულოდნელად გააცნობიერეს, რომ რუსეთის „იმპერიული ძალისხმევა“ ისტორიული მასშტაბისაა და განსაზღვრავს მომავლის საზღვრებს - „ბანდერეველებისთვის პატარა გეტოს“ სახით ლვოვის რაიონში. მხოლოდ ნეიტრალურ „საშუალო უკრაინას“ შეეძლება გარკვეული შეზღუდული პოლიტიკის გატარება, პატარა არმიის შენარჩუნება და ნეიტრალიტეტის მკაცრად დაცვა. თუმცა, ევროპაში უსაფრთხოების თანასწორი და განუყოფელი სისტემის ჩამოყალიბებისთვის ეს საკმარისი არ იქნება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე