https://sputnik-georgia.com/20250610/rogor-apirebs-mmartveli-partia-miusafari-cxovelebis-problemis-mogvarebas-293705007.html
როგორ აპირებს მმართველი პარტია მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებას
როგორ აპირებს მმართველი პარტია მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებას
Sputnik საქართველო
საქართველოს მასშტაბით უპატრონო ძაღლების რაოდენობა 300-დან 350 ათასამდე მერყეობს, აცხადებს მდინარაძე 10.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-10T16:21+0400
2025-06-10T16:21+0400
2025-06-10T16:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
ცხოველთა დაცვა
საზოგადოება
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280692559_0:156:3078:1887_1920x0_80_0_0_4016c1ed5ec5971c36ebab5b23b387f5.jpg
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. პატრონის მიერ ძაღლის მიტოვება ადმინისტრაციულოად დასჯადი გახდება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.მდინარაძის განმარტებით, საქართველოს მასშტაბით უპატრონო ძაღლების რაოდენობა 300-დან 350 ათასამდე მერყეობს. როგორც მდინარაძემ განმარტა, საქართველოში უპატრონო ძაღლების პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაც იწყება, რომლის ფარგლებშიც მათი აღრიცხვა მოხდება და გამრავლება გაკონტროლდება. „ჩვენ ვიწყებთ სახელმწიფო პროგრამას, ამ ცხოველების შესაბამის ბაზებში შეყვანას და იმ პროცედურების დაცვას, აღსრულებას, რაც ამ უპატრონო ძაღლების გამრავლების პრევენციას მოახდენს... ასევე მივიღებთ მარეგულირებელ კანონს, რომლის მიხედვითაც გაადვილდება ძაღლის მეპატრონის მიკვლევადობა", – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. კანონი, რომელიც ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველისთვის უსაფრთხო საარსებო გარემოს შექმნას, შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და პოპულაციების მართვას ითვალისწინებს და კრძალავს ცხოველთა მიტოვებას და ქუჩაში გაგდებას, პარლამენტმა შარშან მიიღო და ის ძალაში მიმდინარე წლის ივნისში შედის. თუმცა მდინარაძის თქმით, ზოგადად, ეს ერთდღიანი, ერთთვიანი ან მცირეხნიანი პროცედურა არ არის, ამას სჭირდება წლები და საპარლამენტო უმრავლესობა ამ თემაზე ინტენსიურ რეჟიმში იმუშავებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280692559_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_a92b5dfb2cf5d7a562f0af45ecdd9f21.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ცხოველთა დაცვა, საზოგადოება, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, ცხოველთა დაცვა, საზოგადოება, ქართული ოცნება
როგორ აპირებს მმართველი პარტია მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებას
საქართველოს მასშტაბით უპატრონო ძაღლების რაოდენობა 300-დან 350 ათასამდე მერყეობს, აცხადებს მდინარაძე
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. პატრონის მიერ ძაღლის მიტოვება ადმინისტრაციულოად დასჯადი გახდება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის განმარტებით, საქართველოს მასშტაბით უპატრონო ძაღლების რაოდენობა 300-დან 350 ათასამდე მერყეობს.
„ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი კანონი, რომლის მიხედვითაც ასე მარტივად ცხოველის გარეთ დატოვება იქნება შეუძლებელი. ყველა ადამიანი ვალდებული იქნება, მიკვლევადობა უზრუნველყოს თავის ცხოველთან მიმართებით, ე.წ. დაჩიპვა, ისეთი ნიშანი დაადოს, რომ შემდეგ გარეთ აღმოჩენილი ცხოველის იდენტიფიცირება იყოს შესაძლებელი", - განაცხადა მდინარაძემ.
როგორც მდინარაძემ განმარტა, საქართველოში უპატრონო ძაღლების პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაც იწყება, რომლის ფარგლებშიც მათი აღრიცხვა მოხდება და გამრავლება გაკონტროლდება.
„ჩვენ ვიწყებთ სახელმწიფო პროგრამას, ამ ცხოველების შესაბამის ბაზებში შეყვანას და იმ პროცედურების დაცვას, აღსრულებას, რაც ამ უპატრონო ძაღლების გამრავლების პრევენციას მოახდენს... ასევე მივიღებთ მარეგულირებელ კანონს, რომლის მიხედვითაც გაადვილდება ძაღლის მეპატრონის მიკვლევადობა", – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კანონი, რომელიც ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველისთვის უსაფრთხო საარსებო გარემოს შექმნას, შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და პოპულაციების მართვას ითვალისწინებს და კრძალავს ცხოველთა მიტოვებას და ქუჩაში გაგდებას, პარლამენტმა შარშან მიიღო და ის ძალაში მიმდინარე წლის ივნისში შედის.
თუმცა მდინარაძის თქმით, ზოგადად, ეს ერთდღიანი, ერთთვიანი ან მცირეხნიანი პროცედურა არ არის, ამას სჭირდება წლები და საპარლამენტო უმრავლესობა ამ თემაზე ინტენსიურ რეჟიმში იმუშავებს.