https://sputnik-georgia.com/20250610/niu-iorksi-qartuli-rvino-daagemovnes-293703563.html
ნიუ-იორკში ქართული ღვინო დააგემოვნეს
ნიუ-იორკში ქართული ღვინო დააგემოვნეს
Sputnik საქართველო
დეგუსტაციაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის დასახელების 30 ღვინო იყო წარდგენილი 10.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-10T15:15+0400
2025-06-10T15:15+0400
2025-06-10T15:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1e/260033022_0:292:1400:1080_1920x0_80_0_0_1fec0e084b96ccd21f4b4cdacb0cb981.jpg
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. აშშ-ს ქალაქ ნიუ-იორკში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. ქართული ღვინის დეგუსტაცია ამერიკული სადისტრიბუციო კომპანია M.S. Walker-ის ნიუ-იორკის ოფისში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს პარტნიორი კომპანია Vinoveli Inc-ის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება, რომელსაც ღვინის ბლოგერები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები, მედიის და HoReCa (სასტუმრო-რესტორანი-კაფე) სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ, ფოკუსირებული იყო მათ ინფორმირებაზე ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის, ღვინოებისა და ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების შესახებ. დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის დასახელების 30 ღვინო. M.S. Walker წარმოადგენს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 1933 წელს ქალაქ ბოსტონში დაფუძნდა და ამჟამად მისი საქმიანობის არეალი აშშ-ს მრავალ შტატს მოიცავს. ქართული ღვინის წარდგენა აღნიშნული კომპანიაში დამატებითი შესაძლებლობაა, რომ გაყიდვების სფეროს წარმომადგენლები ქართულ ღვინოს გაეცნონ. ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. უწყებაში აღნიშნაბენ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1e/260033022_0:35:1400:1085_1920x0_80_0_0_d36efae3e9a6984b57e46ea438f60b77.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო
ნიუ-იორკში ქართული ღვინო დააგემოვნეს
დეგუსტაციაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის დასახელების 30 ღვინო იყო წარდგენილი
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. აშშ-ს ქალაქ ნიუ-იორკში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ქართული ღვინის დეგუსტაცია ამერიკული სადისტრიბუციო კომპანია M.S. Walker-ის ნიუ-იორკის ოფისში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს პარტნიორი კომპანია Vinoveli Inc-ის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიება, რომელსაც ღვინის ბლოგერები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები, მედიის და HoReCa (სასტუმრო-რესტორანი-კაფე) სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ, ფოკუსირებული იყო მათ ინფორმირებაზე ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის, ღვინოებისა და ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების შესახებ.
დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის დასახელების 30 ღვინო.
M.S. Walker წარმოადგენს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 1933 წელს ქალაქ ბოსტონში დაფუძნდა და ამჟამად მისი საქმიანობის არეალი აშშ-ს მრავალ შტატს მოიცავს.
ქართული ღვინის წარდგენა აღნიშნული კომპანიაში დამატებითი შესაძლებლობაა, რომ გაყიდვების სფეროს წარმომადგენლები ქართულ ღვინოს გაეცნონ.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.
უწყებაში აღნიშნაბენ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას.