მერაბ დვალიშვილი UFC-ს ჩემპიონის ქამარს საქართველოში ჩამოიტანს
22:57 10.06.2025 (განახლებულია: 15:06 11.06.2025)
© Courtesy of Merab "The Machine" Dvalishvili
მერაბ დვალიშვილი

© Courtesy of Merab "The Machine" Dvalishvili
გამოწერა
დღეს დვალიშვილი მხოლოდ ისლამ მახაჩევს ჩამორჩება, რომელმაც მსუბუქი დივიზიონი დატოვა და ქამრისთვის ბრძოლას ნახევრადმძიმე წონის კატეგორიაში გააგრძელებს.
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი 11 ივნისს სამშობლოში საჩემპიონო ქამარს ჩამოიტანს, ამის შესახებ სპორტსმენმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მერაბ დვალიშვილმა 8 ივნისს ამერიკელი შონ ო'მალი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა.
© Courtesy of Merab "The Machine" Dvalishvili
მერაბ დვალიშვილი

მერაბ დვალიშვილი
© Courtesy of Merab "The Machine" Dvalishvili
„ორკვირიან შესვენებას ვიღებ. ჯერ საქართველოში მივდივარ ერთი კვირით მეგობრებთან, ნინა დრამასთან ერთად. იქ კარგი ადგილებით და საკვებით ვისიამოვნებთ, შემდეგ კი ერთი კვირით აზერბაიჯანში ვიქნები. ორ კვირაში დავბრუნდები და ილია თოფურიას ბრძოლისთვის მზადებაში დავეხმარები. ამის შემდეგ, UFC-ს შეუძლია, დამირეკოს და ბრძოლა ჩამინიშნოს“, – განაცხადა დვალიშვილმა.
Nina Drama – ცნობილი ბლოგერია, რომელიც UFC-ში 2022 წლის ზაფხულიდან მუშაობს. მისი პირველი რესპონდენტი ხაბიბ ნურმაგომედოვი იყო. ნინას სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავს.
გარდა ამისა, UFC-მ განაახლა ყველა წონითი კატეგორიის ერთიანი რეიტინგი (P4P) და დვალიშვილი მეორე ადგილზე აღმოჩნდა. ეს მის კარიერაში საუკეთესო შედეგია. ახლა დვალიშვილი მხოლოდ ისლამ მახაჩევს ჩამორჩება, რომელმაც მსუბუქი დივიზიონი დატოვა და ქამრისთვის ბრძოლას ნახევრადმძიმე წონის კატეგორიაში გააგრძელებს.
„საკუთარ თავს სუპერმსუბუქი წონის ისტორიაში საუკეთესო მებრძოლად არ ვთვლი, UFC-ში ყოფნითაც ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა ჩემპიონის სტატუსი მაქვს და მიხარია, როცა ჩემს სახელს დიდ ჩემპიონებს შორის ახსენებენ. მთავარი მიზანია, ვიყო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ვცდილობ, გავცდე ჩემს შესაძლებლობებს. თითოეული გამარჯვება ჩემი ქვეყნისთვის და გუნდისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია“, - განაცხადა დვალიშვილმა.
© Rustavi City Hallილია თოფურია

ილია თოფურია
© Rustavi City Hall
ილია თოფურია გაერთიანებულ რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა. მანამდე კი მესამე ადგილს იკავებდა. თოფურიას პოზიციების გაუმჯობესების შანსო აქვს, თუ კი მსუბუქ წონაში ჩარლზ ოლივეირასთან სატიტულო ბრძოლას მოიგებს. ბრძოლა 29 ივნისს გაიმართება.
UFC All-Weight (P4P):
1.
ისლამ მახაჩევი (რუსეთი)2.
მერაბ დვალიშვილი (საქართველო)3.
ჯონ ჯონსი (აშშ)4.
ილია თოფურია (საქართველო)5.
დრიკუს დუ პლესი (სამხრეთ აფრიკა)6.
მაგომედ ანკალაევი (რუსეთი)7.
ალექსანდერ ვოლკანოვსკი (ავსტრალია)8.
ჯეკ დელა მადალენა (ავსტრალია)9.
ალექს პერეირა (ბრაზილია)10.
ალექსანდერ პანტოჟა (ბრაზილია)11.
ტომ ასპინალი (ინგლისი)12.
მაქს ჰოლოუეი (აშშ)13.
ბელალ მუჰამედი (აშშ)14.
ჩარლზ ოლივეირა (ბრაზილია)15.
არმან ცარუკიანი (სომხეთი)დვალიშვილმა საჩემპიონო ტიტული გასული წლის სექტემბერში შონ ო’მალის დამარცხებით მოიპოვა. კვირას მან ის კარიერაში მეორედ დაიცვა. დვალიშვილმა ქამარი პირველად იანვარში უმარ ნურმაგომედოვთან გამარჯვების შემდეგ დაიცვა. დვალიშვილმა UFC-ის კარიერაში 20 ბრძოლა მოიგო და 4 წააგო.