კურორტ საირმისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა ერთი თვით შეიზღუდება

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები საირმეში
ტურისტები საირმეში - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2025
გამოწერა
ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე 10 ივნისიდან 10 ივლისამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 32-47,8-ე კმ მონაკვეთზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პერიოდში, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე 2025 წლის 10 ივნისიდან 10 ივლისამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.
დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0