https://sputnik-georgia.com/20250610/ass-si-saqartvelos-elcis-danisvnis-procesi-dasrulebulia-maka-boworisvili-293711421.html
აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნის პროცესი დასრულებულია - მაკა ბოჭორიშვილი
აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნის პროცესი დასრულებულია - მაკა ბოჭორიშვილი
Sputnik საქართველო
ტალიაშვილი აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 10 ივლისს დაიკავებს. 10.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-10T21:34+0400
2025-06-10T21:34+0400
2025-06-10T21:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0a/293702037_0:129:867:617_1920x0_80_0_0_505353856d14e3ed05dc603fbb103799.jpg
თბილისი, 10 ივნისი - Sputnik. საქართველომ თამარ ტალიაშვილის ელჩად დანიშვნაზე აშშ-სგან 4 ივნისს თანხმობა მიიღო, ამგვარად, ახალი ელჩი ვაშინგტონში მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.10 ივნისს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს წარუდგინა თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, ნათქვამია მთავრობის ბრძანებაში.ტალიაშვილი აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 10 ივლისს დაიკავებს.მისი თქმით, ამერიკის მხრიდან აგრემანის გაცემა ნიშნავს, რომ საქართველოს მიერ წარდგენილი და შეთავაზებული კანდიდატი იყო მათთვის მისაღები და დადასტურდა. მინისტრის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ თამარ ტალიაშვილი ძალიან წარმატებული ელჩი იქნება.„ქალბატონი თამარი არის ძალიან კარგი პროფესიონალი, გამოცდილი დიპლომატი და რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ძალიან დიდი სანდოობით სარგებლობს როგორც ჩემთვის, ასევე საქართველოს ხელისუფლებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ელჩი წარმოადგენს ქვეყანას კონკრეტულ ქვეყანაში და ამ შემთხვევაში აშშ-ში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.თამარ ტალიაშვილითამარ ტალიაშვილი 2022 წლის ოქტომბრიდან ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელია. ამ თანამდებობაზე დანიშვნის გამო ტალიაშვილმა უარი თქვა პარლამენტის მანდატზე, რომელიც მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მიიღო.ტალიაშვილი პარლამენტში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ მოხვდა. 2014 წლიდან 2020 წლამდე ტალიაშვილი თბილისის საკრებულოს წევრი იყო. იგი განათლებისა და კულტურის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0a/293702037_0:48:867:698_1920x0_80_0_0_5476494ca1d805cd9834edcbdbb4469e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , აშშ
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , აშშ
აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნის პროცესი დასრულებულია - მაკა ბოჭორიშვილი
ტალიაშვილი აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 10 ივლისს დაიკავებს.
თბილისი, 10 ივნისი - Sputnik. საქართველომ თამარ ტალიაშვილის ელჩად დანიშვნაზე აშშ-სგან 4 ივნისს თანხმობა მიიღო, ამგვარად, ახალი ელჩი ვაშინგტონში მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
10 ივნისს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს წარუდგინა თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, ნათქვამია მთავრობის ბრძანებაში.
ტალიაშვილი აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 10 ივლისს დაიკავებს.
„დასრულდა ის პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა ქალბატონი თამარ ტალიაშვილის დანიშვნას. ჩვენ 4 ივნისს მივიღეთ საბოლოოდ აგრემანი ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უმოკლეს დროში ელჩი ჩავიდეს ვაშინგტონში და დაიწყოს მუშაობა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ამერიკის მხრიდან აგრემანის გაცემა ნიშნავს, რომ საქართველოს მიერ წარდგენილი და შეთავაზებული კანდიდატი იყო მათთვის მისაღები და დადასტურდა. მინისტრის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ თამარ ტალიაშვილი ძალიან წარმატებული ელჩი იქნება.
„ქალბატონი თამარი არის ძალიან კარგი პროფესიონალი, გამოცდილი დიპლომატი და რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ძალიან დიდი სანდოობით სარგებლობს როგორც ჩემთვის, ასევე საქართველოს ხელისუფლებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ელჩი წარმოადგენს ქვეყანას კონკრეტულ ქვეყანაში და ამ შემთხვევაში აშშ-ში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
თამარ ტალიაშვილი 2022 წლის ოქტომბრიდან ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელია. ამ თანამდებობაზე დანიშვნის გამო ტალიაშვილმა უარი თქვა პარლამენტის მანდატზე, რომელიც მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მიიღო.
ტალიაშვილი პარლამენტში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ მოხვდა. 2014 წლიდან 2020 წლამდე ტალიაშვილი თბილისის საკრებულოს წევრი იყო. იგი განათლებისა და კულტურის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.