https://sputnik-georgia.com/20250609/salva-papuasvilma-tbilissa-da-los-anjelessi-momxdar-areulobebs-soris-msgavseba-dainaxa-293694920.html
შალვა პაპუაშვილმა თბილისსა და ლოს-ანჯელესში მომხდარ არეულობებს შორის მსგავსება დაინახა
შალვა პაპუაშვილმა თბილისსა და ლოს-ანჯელესში მომხდარ არეულობებს შორის მსგავსება დაინახა
Sputnik საქართველო
ექსტრემიზმის წახალისება რისკებს აბსოლუტურად ყველასთვის შეიცავს 09.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-09T17:45+0400
2025-06-09T17:45+0400
2025-06-09T17:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
აშშ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
საპროტესტო აქციები თბილისში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0f/275821419_0:190:1280:910_1920x0_80_0_0_fc83f24f66334a31d300dc64b25a38b3.jpg
ექსტრემიზმის წახალისება რისკებს აბსოლუტურად ყველასთვის შეიცავსთბილისი, 9 ივნისი - Sputnik. თბილისში, ლოს-ანჯელესსა და პარიზში ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი და იგივე სახე აქვს და ერთი სცენარით ვითარდება, დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.7 ივნისს ლოს-ანჯელესის ცენტრში არალეგალი იმიგრანტების იდენტიფიცირების მიზნით აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურის მიერ ჩატარებული რეიდი მომიტინგეებთან შეტაკებებში გადაიზარდა. პროტესტების ფონზე, ქალაქში ეროვნული გვარდიის 2000 ჯარისკაცი შეიყვანეს. კიდევ 500 მოქმედი საზღვაო ქვეითი მზადყოფნაშია. პრეზიდენტმა ტრამპმა რადიკალური მემარცხენე პროტესტების ჩახშობის პირობა დადო და აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალა.მისი თქმით, ძალადობასთან და ექსტრემიზმთან ბრძოლა, მისგან გამიჯვნა ევროპული ღირებულების გარდა ცივილიზებულობის ნიშანიცაა.„სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ მოქალაქეები, ხალხი, ადამიანები მათი უფლებების, ქონების, ღირსების დამრღვევი მოძალადეებისგან დაიცვას. როდესაც ძალადობის აღმკვეთ პოლიციას ან სასამართლოს ებრძვი, ამით ძალადობის მხარეს დგები“, - დაწერა პაპუაშვილმა.პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ნაცვლად გამიჯვნისა, ბრიუსელი და ზოგიერთი ევროპული მთავრობის წარმომადგენელი მხარს უჭერს, აქეზებს და აფინანსებს ექსტრემიზმს საქართველოში.სიმართლე მხოლოდ მაშინ ვლინდება, როდესაც ექსტრემიზმის დამცველებს საკუთარ ქვეყანაში უხდებათ ძალადობაზე რეაგირება, მიაჩნია სპიკერს.აქციები თბილისშირუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც დაკავებები მოყვა.საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შელახვის მცდელობასა და გარე ძალების ფინანსური და ლოგისტიკური მხარდაჭერით ე.წ. „ევრომაიდანის" რევოლუციური სცენარის გამეორებაში დაადანაშაულა.„ქართული ოცნების“ ოპონენტები პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას ყოველ საღამოს მართავენ და გზას კეტავენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი პროტესტი გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0f/275821419_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4241611fcc7d17ffbd51074ad780d430.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აშშ , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აშშ , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, საპროტესტო აქციები თბილისში
ექსტრემიზმის წახალისება რისკებს აბსოლუტურად ყველასთვის შეიცავს
თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. თბილისში, ლოს-ანჯელესსა და პარიზში ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი და იგივე სახე აქვს და ერთი სცენარით ვითარდება, დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
7 ივნისს ლოს-ანჯელესის ცენტრში არალეგალი იმიგრანტების იდენტიფიცირების მიზნით აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურის მიერ ჩატარებული რეიდი მომიტინგეებთან შეტაკებებში გადაიზარდა. პროტესტების ფონზე, ქალაქში ეროვნული გვარდიის 2000 ჯარისკაცი შეიყვანეს. კიდევ 500 მოქმედი საზღვაო ქვეითი მზადყოფნაშია. პრეზიდენტმა ტრამპმა რადიკალური მემარცხენე პროტესტების ჩახშობის პირობა დადო და აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალა.
„ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც. ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, მოლოტოვის კოქტეილი ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს ადამიანებს და შენობებს“, - დაწერა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ძალადობასთან და ექსტრემიზმთან ბრძოლა, მისგან გამიჯვნა ევროპული ღირებულების გარდა ცივილიზებულობის ნიშანიცაა.
„სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ მოქალაქეები, ხალხი, ადამიანები მათი უფლებების, ქონების, ღირსების დამრღვევი მოძალადეებისგან დაიცვას. როდესაც ძალადობის აღმკვეთ პოლიციას ან სასამართლოს ებრძვი, ამით ძალადობის მხარეს დგები“, - დაწერა პაპუაშვილმა.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ნაცვლად გამიჯვნისა, ბრიუსელი და ზოგიერთი ევროპული მთავრობის წარმომადგენელი მხარს უჭერს, აქეზებს და აფინანსებს ექსტრემიზმს საქართველოში.
სიმართლე მხოლოდ მაშინ ვლინდება, როდესაც ექსტრემიზმის დამცველებს საკუთარ ქვეყანაში უხდებათ ძალადობაზე რეაგირება, მიაჩნია სპიკერს.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.
4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც დაკავებები მოყვა.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.
ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შელახვის მცდელობასა და გარე ძალების ფინანსური და ლოგისტიკური მხარდაჭერით ე.წ. „ევრომაიდანის" რევოლუციური სცენარის გამეორებაში დაადანაშაულა.
„ქართული ოცნების“ ოპონენტები პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას ყოველ საღამოს მართავენ და გზას კეტავენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი პროტესტი გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.