https://sputnik-georgia.com/20250609/sad-vbanaobt-rogori-wyalia-sav-zrvasi-293693943.html
სად ვბანაობთ: როგორი წყალია შავ ზღვაში
სად ვბანაობთ: როგორი წყალია შავ ზღვაში
Sputnik საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტო წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში - ყოველთვიურად 12 წერტილში ახორციელებს. 09.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-09T16:32+0400
2025-06-09T16:32+0400
2025-06-09T16:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს ეროვნული სააგენტო
შავი ზღვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24635/86/246358656_0:0:3113:1751_1920x0_80_0_0_f642636652fab4925d2726c9e76ea7e4.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია, განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა. გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი შავი ზღვის წყლიდან სინჯის აღების მორიგ პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ზაზა შავაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. გარემოს ეროვნული სააგენტო მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში - ყოველთვიურად 12 წერტილში ახორციელებს. კვლევები განსაზღვრავს ჰიდრობიოლოგიურ და ქიმიურ პარამეტრებს, მათ შორის -13 მძიმე მეტალს, ნავთობის ჯამურ ნახშირწყალბადებს, 16 პოლიარომატულ ნახშირწყალბადსა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაციას. შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით არის აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება.
საქართველო
შავი ზღვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24635/86/246358656_0:0:2709:2032_1920x0_80_0_0_35632edf3183cb8bf3582c7787d6cca1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს ეროვნული სააგენტო, შავი ზღვა
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს ეროვნული სააგენტო, შავი ზღვა
სად ვბანაობთ: როგორი წყალია შავ ზღვაში
გარემოს ეროვნული სააგენტო წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში - ყოველთვიურად 12 წერტილში ახორციელებს.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია, განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი შავი ზღვის წყლიდან სინჯის აღების მორიგ პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ზაზა შავაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია... აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, აქტიურად აგრძელებს მუშაობას მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებაზე", - განაცხადა ელენე ღუბიანურმა.
გარემოს ეროვნული სააგენტო მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში - ყოველთვიურად 12 წერტილში ახორციელებს.
კვლევები განსაზღვრავს ჰიდრობიოლოგიურ და ქიმიურ პარამეტრებს, მათ შორის -13 მძიმე მეტალს, ნავთობის ჯამურ ნახშირწყალბადებს, 16 პოლიარომატულ ნახშირწყალბადსა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაციას.
შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით არის აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება.