ფოთში მულტიმოდალური საკონტეინერო ტერმინალი გაიხსნა

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaფოთში მულტიმოდალური საკონტეინერო ტერმინალი გაიხსნა
ფოთში მულტიმოდალური საკონტეინერო ტერმინალი გაიხსნა - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2025
გამოწერა
ტერმინალი ფოთის პორტთან ახლოს, 9 ჰექტარზე მეტ ფართობზეა განლაგებული, მისი წლიური გამტარუნარიანობა, პირველ ეტაპზე, 80.000 კონტეინერზე მეტი იქნება
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ფოთში მულტიმოდალური კონტეინერების ტერმინალი დამატებითი სიმძლავრეა, რომელიც დადებით გავლენას მოახდენს შუა დერეფნის განვითარებაზე, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა ტერმინალის გახსნის ცერემონიაზე.
მულტიმოდალური საკონტეინერო ტერმინალის გახსნის ოფიციალური ცერემონია ფოთში 9 ივნისს გაიმართა. ახალი ლოგისტიკური ტერმინალი შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ნაწილი გახდება.
პროექტი განახორციელა სს „ფოთის ტრანსტერმინალმა“, რომელიც ყაზახური და ქართული მხარეების მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 31,5 მლნ დოლარია.
„ტრანსპორტის სექტორის მუშაკები, რომლებიც გათვითცნობიერებულები არიან შუა დერეფნის გადაზიდვების სტრუქტურაში, შეამჩნევდნენ, რომ ტერმინალი სრულად არის ადაპტირებული ბლოკ-მატარებლებზე - სწორედ მათი ხარისხიანი მომსახურებით მიიღწევა ის შედეგი, რომელიც შუა დერეფანს მეტად კონკურენტუნარიან მარშრუტად აქცევს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.
მისი თქმით, მულტიმოდალური ტერმინალის გახსნა სასიხარულოა, რადგან ფოთის სატრანსპორტო კომპლექსში წლებია, არ განხორციელებულა ამ მოცულობის ინვესტიცია და არ გაშვებულა ასეთი თანამედროვე ტერმინალი.
ტერმინალი ფოთის პორტთან ახლოს, 9 ჰექტარზე მეტ ფართობზეა განლაგებული, მისი წლიური გამტარუნარიანობა, პირველ ეტაპზე, 80.000 კონტეინერზე მეტი იქნება. ამასთან, როგორც „ფოთის ტრანსტერმინალში“ აცხადებენ, ტერმინალი ერთდროულად 120-მდე სარკინიგზო ვაგონს მოემსახურება და 100-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს.
ტერმინალი მოემსახურება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ გადაზიდვებს. მნიშვნელოვანია ასევე რეგიონული დანიშნულებით საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით ტვირთების გადამუშავება.
© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaფოთში მულტიმოდალური საკონტეინერო ტერმინალი გაიხსნა
Мультимодальный контейнерный терминал в Поти - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2025
ფოთში მულტიმოდალური საკონტეინერო ტერმინალი გაიხსნა
ფოთში ახალი ტერმინალი საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესოდ აღჭურვილ ლოჯისტიკურ ობიექტად იქცა. როგორც ადრე „ფოთი ტრანსტერმინალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოლჟას არიკბაევმა განაცხადა, ტერმინალს აქვს ორი ამწე, რომელთაგან თითოეულს საათში 25 კონტეინერის დამუშავება შეუძლია, გამოყენებულია საიმედო რკინაბეტონის საფარი.
მისი თქმით, ტერმინალზე შეიქმნა უმაღლესი სტანდარტის პირობები, მათ შორის მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე ძვირფასი ტვირთებისთვის.
ფოთის მულტიმოდალური ტერმინალის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს რკინიგზისა და წყლის ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კასიმ ტლეპოვი, ყაზახეთის ელჩი საქართველოში მალიკ მურზალინი, ასევე ჩინეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები.
© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaფოთში მულტიმოდალური საკონტეინერო ტერმინალი გაიხსნა
Мультимодальный контейнерный терминал в Поти - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2025
ფოთში მულტიმოდალური საკონტეინერო ტერმინალი გაიხსნა
ფოთში მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმებას გაფორმდა 2023 წლის 2 ივნისს, თბილისში, PTC Holding LLP-სა და საქართველოდან პარტნიორებს შორის, საქართველოს სამთავრობო უწყებების, საბანკო სექტორისა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით.
ვინაიდან ფოთის პორტი ცენტრალური აზიიდან შავ ზღვაში ტვირთების გადაზიდვის ბოლო წერტილია, ტერმინალის მშენებლობა ყაზახურ ბიზნესს საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღოს ტვირთნაკადების ფორმირებაში, ასევე შექმნას ხელსაყრელი სატარიფო პირობები ამ მარშრუტზე ყაზახი ექსპორტიორებისთვის და მოიზიდოს ტრანზიტული ტვირთების დამატებითი მოცულობები ყაზახეთის რესპუბლიკის გავლით.
ყველა ახალი ამბავი
0