https://sputnik-georgia.com/20250609/bosch---maxbosc-salemart-ge-293691435.html
Bosch-ის ნაცვლად Maxbosc - ინტერნეტ-მაღაზია მომხმარებლის მოტყუებაში ამხილეს
Bosch-ის ნაცვლად Maxbosc - ინტერნეტ-მაღაზია მომხმარებლის მოტყუებაში ამხილეს
Sputnik საქართველო
მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამის მუხლებს შეუსაბამოს. 09.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-09T13:02+0400
2025-06-09T13:02+0400
2025-06-09T13:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24012/77/240127729_0:137:2000:1262_1920x0_80_0_0_0ebe1c98a8e5adf131c29fd418693753.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), ინტერნეტ-მაღაზია salemart.ge-ის მიერ შეცდომაში შემყვანი, მანიპულაციური სავაჭრო ტაქტიკის (Dark Pattern) გამოყენების ფაქტი დაადგინა, ნათქვამია უწყების გევრდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. GCCA-ის მიერ მაღაზიის ვებ-გვერდის დეტალური შესწავლის შედეგადაც დადგინდა, რომ მოვაჭრე მომხმარებლებს კანონით განსაზღვრული სავაჭრო პოლიტიკის შესახებ ინფორმაციას არ აწვდის, რაც ზიანს აყენებს არა მხოლოდ კონკრეტულ მომხმარებელს, რომელმაც განცხადებით მიმართა სააგენტოს, არამედ ნებისმიერ პოტენციურ მომხმარებელს. უწყების განცხადებით, კანონმდებლობის შესაბამისად, მოვაჭრეს ეკრძალება მისი უფლებების განხორციელება და მოგების მიღება მომხმარებლის ინტერესების ხელყოფის ხარჯზე. შესაბამისად, საკითხის შესწავლის პროცესში ყურადღება გამახვილდა მოვაჭრის მხრიდან გამოყენებულ შემდეგ მანიპულაციურ სავაჭრო ტაქტიკებზე (Dark Pattern), ქმედებებზე: GCCA-ის შეფასებით, ერთდროულად რამდენიმე მანიპულაციური ტექნიკის გამოყენება მომხმარებელზე განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს და რაციონალური, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას უზღუდავს. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამის მუხლებს შეუსაბამოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24012/77/240127729_68:0:1933:1399_1920x0_80_0_0_9fbca5dc4ab42d107ff08600b4344d65.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება
Bosch-ის ნაცვლად Maxbosc - ინტერნეტ-მაღაზია მომხმარებლის მოტყუებაში ამხილეს
მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამის მუხლებს შეუსაბამოს.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), ინტერნეტ-მაღაზია salemart.ge-ის მიერ შეცდომაში შემყვანი, მანიპულაციური სავაჭრო ტაქტიკის (Dark Pattern) გამოყენების ფაქტი დაადგინა, ნათქვამია უწყების გევრდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
Dark Pattern ანუ „მატყუარა ნიმუშები" ეს ინტერფეისის სახეობაა, რომელიც გამოიყენება მომხმარებლების მოსატყუებლად ან მისი ინტერესების ხელყოფის ხარჯზე სასურველი შედგების მისაღებად. GCCA-ის მიერ მაღაზიის ვებ-გვერდის დეტალური შესწავლის შედეგადაც დადგინდა, რომ მოვაჭრე მომხმარებლებს კანონით განსაზღვრული სავაჭრო პოლიტიკის შესახებ ინფორმაციას არ აწვდის, რაც ზიანს აყენებს არა მხოლოდ კონკრეტულ მომხმარებელს, რომელმაც განცხადებით მიმართა სააგენტოს, არამედ ნებისმიერ პოტენციურ მომხმარებელს.
უწყების განცხადებით, კანონმდებლობის შესაბამისად, მოვაჭრეს ეკრძალება მისი უფლებების განხორციელება და მოგების მიღება მომხმარებლის ინტერესების ხელყოფის ხარჯზე. შესაბამისად, საკითხის შესწავლის პროცესში ყურადღება გამახვილდა მოვაჭრის მხრიდან გამოყენებულ შემდეგ მანიპულაციურ სავაჭრო ტაქტიკებზე (Dark Pattern), ქმედებებზე:
მოჩვენებითად, დროის მცირე მონაკვეთში - ყალბ უკუმთვლელზე;
საქონლის მარაგების შესახებ არასწორ, შეზღუდულ რაოდენობაზე - მცდარი ინფორმაციის მიწოდებაზე, რამაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებლის მოტყუება;
მომხმარებელთა შეფასების უზუსტობაზე, ნამდვილობაზე და საქონელზე მცდარი დასახელების მითითებაზე. კერძოდ, მოვაჭრე იყენებდა Bosch-ის სასაქონლო ნიშანსა და ამავე საწარმოს პროდუქციის ამსახველ ფოტოსურათებს, რეალურად კი მომხმარებელმა Maxbosch-ის პროდუქცია მიიღო.
GCCA-ის შეფასებით, ერთდროულად რამდენიმე მანიპულაციური ტექნიკის გამოყენება მომხმარებელზე განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს და რაციონალური, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას უზღუდავს.
შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამის მუხლებს შეუსაბამოს.