https://sputnik-georgia.com/20250608/saqartvelo-srulad-icavs-saertasoriso-antirusul-sanqciebs-semosavlebis-samsaxuri-293687822.html
საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის მიმართ - შემოსავლების სამსახური
საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის მიმართ - შემოსავლების სამსახური
Sputnik საქართველო
შემოსავლების სამსახური, საბაჟო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, მჭიდროდ თანამშრომლობს და მუდმივ კომუნიკაციაშია აშშ-სა და ევროკავშირის კომპეტენტურ უწყებებთან 08.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-08T17:56+0400
2025-06-08T17:56+0400
2025-06-08T17:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემოსავლების სამსახური
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/03/267114301_0:0:2730:1537_1920x0_80_0_0_d3ec1de63eee1c583c9007d3ca7ee304.jpg
თბილისი, 8 ივნისი - Sputnik. საერთაშორისო სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს და მკაცრად აკონტროლებს საზღვარზე ყველა სახის საბაჟო ოპერაციას, ნათქვამია ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.შაბათს ოპოზიციური ტელეარხ „ფორმულას“ ეთერში გავიდა სიუჟეტი იმის შესახებ, თუ როგორ ხვდება სანქციების ქვეშ მყოფი რუსული ნავთობი ნოვოროსიისკის პორტიდან ფოთის პორტში შეცვლილი დოკუმენტაციით.შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, დღეის მონაცემებით, საბაჟო ადმინისტრაციაში აქტიურია რისკის 37 პროფილი, რომელიც ავტომატურად ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიცირებას.როგორც უწყებაში განმარტეს, მიუხედავად დეტალური ახსნა-განმარტებითი ინფორმაციის მიწოდებისა და უწყების მხრიდან, განმარტების შინაარსის შეუცვლელობის თხოვნისა, ეთერში გავიდა პასუხის მხოლოდ მცირე ფრაგმენტი და არა სრული ვერსია.გარდა ამისა, როგორც სიუჟეტის ავტორებისგან, ისე მისი რესპონდენტისგან მიზანმიმართულად მოხდა უწყების ერთ-ერთი ხელმძღვანელის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების მტკიცებით ფორმაში გავრცელება.„რაც შეეხება სიუჟეტში დასახელებულ გემს საბაჟო ფორმალობების განხორციელების შედეგად დადასტურებულია, რომ აღნიშნულ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები, გამომდინარე აქედან, იგი კანონმდებლობის სრული დაცვით შემოვიდა ქვეყანაში და ტვირთი მოექცა იმპორტის პროცედურაში“, - ნათქვამია განცხადებაში.შესაბამისად, როგორც უწყებაში განმარტეს, ჟურნალისტური გამოძიებისას აღწერილი სქემა არის სრული დეზინფორმაცია.გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საბაჟო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული საქონლის გადაადგილების შესახებ, მჭიდროდ თანამშრომლობს და მუდმივ კომუნიკაციაშია აშშ-სა და ევროკავშირის კომპეტენტურ უწყებებთან, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან და სანქციების აღსრულების კუთხით მუდმივად ხდება მათი ინფორმირება.უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ დააწესებდა სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რადგან ამით თავად საქართველო დაზარალდებოდა. ამავდროულად, ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/03/267114301_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_beb5d01946d4511c4d6b55305a9b8c59.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემოსავლების სამსახური , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, შემოსავლების სამსახური , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის მიმართ - შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახური, საბაჟო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, მჭიდროდ თანამშრომლობს და მუდმივ კომუნიკაციაშია აშშ-სა და ევროკავშირის კომპეტენტურ უწყებებთან
თბილისი, 8 ივნისი - Sputnik. საერთაშორისო სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს და მკაცრად აკონტროლებს საზღვარზე ყველა სახის საბაჟო ოპერაციას, ნათქვამია ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
შაბათს ოპოზიციური ტელეარხ „ფორმულას“ ეთერში გავიდა სიუჟეტი იმის შესახებ, თუ როგორ ხვდება სანქციების ქვეშ მყოფი რუსული ნავთობი ნოვოროსიისკის პორტიდან ფოთის პორტში შეცვლილი დოკუმენტაციით.
„საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს და საზღვარზე მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ოპერაციას. ცხადია, საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოს წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების კიდევ ერთი ტალღის აგორება, მორიგი დავალების/დაკვეთის შესრულებაა და წარმოადგენს პოლიტიკური მიზნების განხორციელების მცდელობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, დღეის მონაცემებით, საბაჟო ადმინისტრაციაში აქტიურია რისკის 37 პროფილი, რომელიც ავტომატურად ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიცირებას.
როგორც უწყებაში განმარტეს, მიუხედავად დეტალური ახსნა-განმარტებითი ინფორმაციის მიწოდებისა და უწყების მხრიდან, განმარტების შინაარსის შეუცვლელობის თხოვნისა, ეთერში გავიდა პასუხის მხოლოდ მცირე ფრაგმენტი და არა სრული ვერსია.
გარდა ამისა, როგორც სიუჟეტის ავტორებისგან, ისე მისი რესპონდენტისგან მიზანმიმართულად მოხდა უწყების ერთ-ერთი ხელმძღვანელის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების მტკიცებით ფორმაში გავრცელება.
„რაც შეეხება სიუჟეტში დასახელებულ გემს საბაჟო ფორმალობების განხორციელების შედეგად დადასტურებულია, რომ აღნიშნულ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები, გამომდინარე აქედან, იგი კანონმდებლობის სრული დაცვით შემოვიდა ქვეყანაში და ტვირთი მოექცა იმპორტის პროცედურაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
შესაბამისად, როგორც უწყებაში განმარტეს, ჟურნალისტური გამოძიებისას აღწერილი სქემა არის სრული დეზინფორმაცია.
გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საბაჟო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული საქონლის გადაადგილების შესახებ, მჭიდროდ თანამშრომლობს და მუდმივ კომუნიკაციაშია აშშ-სა და ევროკავშირის კომპეტენტურ უწყებებთან, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან და სანქციების აღსრულების კუთხით მუდმივად ხდება მათი ინფორმირება.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ დააწესებდა სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რადგან ამით თავად საქართველო დაზარალდებოდა. ამავდროულად, ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.