https://sputnik-georgia.com/20250608/prokuraturam-episkoposis-ganzrax-mkvlelobis-momzadebis-savaraudo-faqtze-gamozieba-daiwyo-293688438.html
პროკურატურამ ეპისკოპოსის განზრახ მკვლელობის მომზადების სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ ეპისკოპოსის განზრახ მკვლელობის მომზადების სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო
Sputnik საქართველო
ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ უშიშროების უწყების წარმომადგენელი მოწამვლის გზით მის ლიკვიდაციას გეგმავდა 08.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-08T19:53+0400
2025-06-08T19:53+0400
2025-06-08T19:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
საქართველოს საპატრიარქო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_0:70:1000:633_1920x0_80_0_0_0470d9de5bdc919c6eab16361b92617b.jpg
თბილისი, 8 ივნისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყებამ გამოძიება დაიწყო მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა.საქართველოს პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მომზადება) დაიწყო.გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, განაცხადეს უწყებაში.არსებული ინფორმაციით, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი აცხადებს, რომ მის მოწამვლას ცდილობდნენ.„პერსონიფიცირებას თავს მოვარიდებ. ძალიან სამწუხაროა, რომ პიროვნებები, რომელნიც ჩემთან ერთად ლუკმას იტეხდნენ, ჭამდენ და სვამდნენ, ძმად და მეგობრად მიმაჩნდა, მე ვარ ამ ეპარქიის მსაჯული და არა მარტო მღვდელმთავარი... სწორედ ეს ადამიანი დაბარებულ იქნა, წაეყენა ბრალი, იქნა მოსმენილი ეს ყოველივე და მე, როგორც ეპარქიის მწყემსმა და მსაჯულმა, გამოვიტანე განაჩენი, რომ ის არის გამყიდველი, ვითარცა იუდა და გამცემელი, რომელიც ამზადებდა ჩემს მკვლელობას, ჩემს ლიკვიდაციას. ჰყავდა გადაბირებული ერთი წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი, რომელიც ცხოვრობდა რეზიდენციაში, რომელსაც ავალებდნენ“, - განაცხადა ეპისკოპოსმა.ეპისკოპოსის თქმით, ეს პირი არის მაღალჩინოსანი, კონკრეტულად უშიშროების უწყების წარმომადგენელი, რომელსაც ეპისკოპოსის რეზიდენციიდან ინფორმაციას ხსენებული მონაზონი აწვდიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_32:0:968:702_1920x0_80_0_0_ad09df4b7ef7324fc69073f52ed5edf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს საპატრიარქო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს საპატრიარქო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
პროკურატურამ ეპისკოპოსის განზრახ მკვლელობის მომზადების სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ უშიშროების უწყების წარმომადგენელი მოწამვლის გზით მის ლიკვიდაციას გეგმავდა
თბილისი, 8 ივნისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებამ გამოძიება დაიწყო მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა.
საქართველოს პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მომზადება) დაიწყო.
გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, განაცხადეს უწყებაში.
არსებული ინფორმაციით, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი აცხადებს, რომ მის მოწამვლას ცდილობდნენ.
„პერსონიფიცირებას თავს მოვარიდებ. ძალიან სამწუხაროა, რომ პიროვნებები, რომელნიც ჩემთან ერთად ლუკმას იტეხდნენ, ჭამდენ და სვამდნენ, ძმად და მეგობრად მიმაჩნდა, მე ვარ ამ ეპარქიის მსაჯული და არა მარტო მღვდელმთავარი... სწორედ ეს ადამიანი დაბარებულ იქნა, წაეყენა ბრალი, იქნა მოსმენილი ეს ყოველივე და მე, როგორც ეპარქიის მწყემსმა და მსაჯულმა, გამოვიტანე განაჩენი, რომ ის არის გამყიდველი, ვითარცა იუდა და გამცემელი, რომელიც ამზადებდა ჩემს მკვლელობას, ჩემს ლიკვიდაციას. ჰყავდა გადაბირებული ერთი წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი, რომელიც ცხოვრობდა რეზიდენციაში, რომელსაც ავალებდნენ“, - განაცხადა ეპისკოპოსმა.
ეპისკოპოსის თქმით, ეს პირი არის მაღალჩინოსანი, კონკრეტულად უშიშროების უწყების წარმომადგენელი, რომელსაც ეპისკოპოსის რეზიდენციიდან ინფორმაციას ხსენებული მონაზონი აწვდიდა.