ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2025
გამოწერა
რეზერვების მოცულობის ცვლილება სავალუტო ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებს უკავშირდება.
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 2025 წლის მაისის მდგომარეობით 4,6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვბული ბანკი.
იანვარ-მაისში რეზერვები გაიზარდა 136,5 მლნ აშშ დოლარით. მაისის თვეში სავალუტო რეზრევები 66,7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აპრილში - 207,6 მლნ აშშ დოლარით. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება სავალუტო ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებს უკავშირდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია და 5,436.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
2024 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 562,1 მლნ ლარით შემცირდა. 2023 წელს 101,5 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო 2022 წელს 628,1 მილიონი დოლარით გაიზარდა.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის რეზერვების ძირითად ნაწილს წარმოადგენს და 3,4 მილიარდ დოლარს შეადგენს, ნათქვამია მარეგულირებლის ვებგვერდზე.
მათი სტრუქტურა მოიცავს ფასიან ქაღალდებში განთავსებულ სახსრებს (2,5 მილიარდი აშშ დოლარი) და ვალუტას, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებზე (0,9 მლრდ აშშ დოლარი).
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 471,1 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29,6 ათას დოლარს შეადგენს. ოქროში სახსრებმა 752,1 მლნ ლარი შეადგინა.
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 396,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0