https://sputnik-georgia.com/20250608/dres-saqartvelos-nakrebi-kabo-verdes-xvdeba-yvela-bileti-gayidulia-293685914.html
დღეს საქართველოს ნაკრები ქუთაისში კაბო-ვერდეს ხვდება - ყველა ბილეთი გაყიდულია
დღეს საქართველოს ნაკრები ქუთაისში კაბო-ვერდეს ხვდება - ყველა ბილეთი გაყიდულია
Sputnik საქართველო
ვილი სანიოლმა ივნისის შეკრებებზე გუნდის რამდენიმე ლიდერი არ გამოიძახა 08.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-08T12:35+0400
2025-06-08T12:35+0400
2025-06-08T12:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/0c/290842042_0:0:1440:810_1920x0_80_0_0_abfff854844223b420f1d9c6bd780f3b.jpg
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. 8 ივნისს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ მატჩს კაბო-ვერდეს ნაკრებთან გამართავს - თამაში ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.შაბათს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა, რომელშიც 23-მა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა. სამი დღით ადრე, საქართველომ ფარერის კუნძულების ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში, რომელიც თბილისის „დინამო არენაზე“ გაიმართა, 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ეროვნული ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა.„ვფიქრობ, კაბო-ვერდეს ნაკრები ფარერებისგან განსხვავებული სტილისაა და უფრო ძლიერი მეტოქეა. ჩვენს ფეხბურთელებს მეტი მონდომება და კონცენტრაცია დასჭირდებათ. საკუთრ მოედანზე ვთამაშობთ და ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. შემადგენლობაში ცვლილებები იქნება“, - განაცხადა სანიოლმა.მწვრთნელის თქმით, ის დააკვირდება რამდენიმე ფეხბურთელს, რომლებმაც ფარერებთან ითამაშეს, და შეეცდება, თავის გამოჩენის შანსი მაქსიმალურად ბევრს მისცეს.საქართველოს ნაკრების მეტოქე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის აფრიკის ზონაში გამართული ექვსი ტურის შემდეგ 13 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზეა და ფინიშამდე ოთხი ტურით ადრე კამერუნის ნაკრებს ერთი ქულით ასწრებს.საქართველოსა და კაბო-ვერდეს მატჩზე ყველა ბილეთი გაყიდულია და ანშლაგი გარანტირებულია.ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ივნისის შეკრებებზე არ გამოიძახა გუნდის რამდენიმე ლიდერი - გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია.ორივე ამხანაგური მატჩი საქართველოს ნაკრების 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მომზადების ნაწილი იქნება, რომელიც 4 სექტემბერს, თურქეთთან მატჩით, თბილისში დაიწყება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/0c/290842042_43:0:1275:924_1920x0_80_0_0_53e34ae78ba0d1abf9c4a0e96f3fa7c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
დღეს საქართველოს ნაკრები ქუთაისში კაბო-ვერდეს ხვდება - ყველა ბილეთი გაყიდულია
ვილი სანიოლმა ივნისის შეკრებებზე გუნდის რამდენიმე ლიდერი არ გამოიძახა
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. 8 ივნისს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ მატჩს კაბო-ვერდეს ნაკრებთან გამართავს - თამაში ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.
მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
შაბათს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა, რომელშიც 23-მა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა. სამი დღით ადრე, საქართველომ ფარერის კუნძულების ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში, რომელიც თბილისის „დინამო არენაზე“ გაიმართა, 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ეროვნული ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა.
„ვფიქრობ, კაბო-ვერდეს ნაკრები ფარერებისგან განსხვავებული სტილისაა და უფრო ძლიერი მეტოქეა. ჩვენს ფეხბურთელებს მეტი მონდომება და კონცენტრაცია დასჭირდებათ. საკუთრ მოედანზე ვთამაშობთ და ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. შემადგენლობაში ცვლილებები იქნება“, - განაცხადა სანიოლმა.
მწვრთნელის თქმით, ის დააკვირდება რამდენიმე ფეხბურთელს, რომლებმაც ფარერებთან ითამაშეს, და შეეცდება, თავის გამოჩენის შანსი მაქსიმალურად ბევრს მისცეს.
საქართველოს ნაკრების მეტოქე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის აფრიკის ზონაში გამართული ექვსი ტურის შემდეგ 13 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზეა და ფინიშამდე ოთხი ტურით ადრე კამერუნის ნაკრებს ერთი ქულით ასწრებს.
საქართველოსა და კაბო-ვერდეს მატჩზე ყველა ბილეთი გაყიდულია და ანშლაგი გარანტირებულია.
ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ივნისის შეკრებებზე არ გამოიძახა გუნდის რამდენიმე ლიდერი - გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია.
ორივე ამხანაგური მატჩი საქართველოს ნაკრების 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მომზადების ნაწილი იქნება, რომელიც 4 სექტემბერს, თურქეთთან მატჩით, თბილისში დაიწყება.