https://sputnik-georgia.com/20250608/ass-si-saprotesto-aqciebze-nirbebis-tareba-aikrzaleba-293686877.html
აშშ-ში საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აიკრძალება
აშშ-ში საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აიკრძალება
Sputnik საქართველო
პენტაგონის უფროსმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ლოს-ანჯელესში საზღვაო ქვეითთა კორპუსის ჯარისკაცებს გაგზავნიან. 08.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-08T15:39+0400
2025-06-08T15:39+0400
2025-06-08T15:39+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/18/291523425_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_65ed8b96d1dd1832d7346e0e5e721ba8.jpg
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. აშშ-ში საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აიკრძალება, განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში გამართული საპროტესტო აქციების ფონზე.მანამდე აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო პოლიციამ (ICE) ჩაატარა რეიდი ქალაქის ცენტრში არალეგალი მიგრანტების გამოსავლენად, რომელიც მომიტინგეებთან შეტაკებაში გადაიზარდა.თეთრ სახლში განაცხადეს, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2000-კაციანი ძალები შევა. გარდა ამისა, პენტაგონის უფროსმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ლოს-ანჯელესში კემპ პენდლტონის ბაზაზე განლაგებული საზღვაო ქვეითთა კორპუსის ჯარისკაცებსაც გაგზავნიან.კალიფორნია ტრადიციულად დემოკრატების დასაყრდენად ითვლება და ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა იგი.მაისში მან შტატისთვის დაფინანსების შემცირებით დაიმუქრა. პრეზიდენტმა ადრე გააუქმა 126,4 მილიონი დოლარის ღირებულების წყალდიდობის პრევენციის პროექტები და გააკრიტიკა ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებები ტყის ხანძრებთან ბრძოლისას.პასუხად, კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა განაცხადა, რომ შტატმა შესაძლოა ფედერალური გადასახადების გადახდაზე თქვა უარი.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/18/291523425_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_5094125b89a80d3ae220e504e7012d61.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ
აშშ-ში საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აიკრძალება
პენტაგონის უფროსმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ლოს-ანჯელესში საზღვაო ქვეითთა კორპუსის ჯარისკაცებს გაგზავნიან.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. აშშ-ში საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აიკრძალება, განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში გამართული საპროტესტო აქციების ფონზე.
„ამიერიდან საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აღარ იქნება დაშვებული. რას მალავენ ეს ადამიანები და რატომ?“ - დაწერა ტრამპმა სოციალური ქსელ Truth Social-ის საკუთარ გვერდზე.
მანამდე აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო პოლიციამ (ICE) ჩაატარა რეიდი ქალაქის ცენტრში არალეგალი მიგრანტების გამოსავლენად, რომელიც მომიტინგეებთან შეტაკებაში გადაიზარდა.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2000-კაციანი ძალები შევა. გარდა ამისა, პენტაგონის უფროსმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ლოს-ანჯელესში კემპ პენდლტონის ბაზაზე განლაგებული საზღვაო ქვეითთა კორპუსის ჯარისკაცებსაც გაგზავნიან.
კალიფორნია ტრადიციულად დემოკრატების დასაყრდენად ითვლება და ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა იგი.
მაისში მან შტატისთვის დაფინანსების შემცირებით დაიმუქრა. პრეზიდენტმა ადრე გააუქმა 126,4 მილიონი დოლარის ღირებულების წყალდიდობის პრევენციის პროექტები და გააკრიტიკა ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებები ტყის ხანძრებთან ბრძოლისას.
პასუხად, კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა განაცხადა, რომ შტატმა შესაძლოა ფედერალური გადასახადების გადახდაზე თქვა უარი.