https://sputnik-georgia.com/20250607/ukrainam-cxedrebis-gadacema-da-tyveta-gacvla-gadado-293683164.html
უკრაინამ ცხედრების გადაცემა და ტყვეთა გაცვლა გადადო
უკრაინამ ცხედრების გადაცემა და ტყვეთა გაცვლა გადადო
Sputnik საქართველო
სტამბოლში დამტკიცებული განრიგით, გაცვლა დღეს უნდა დაიწყოს 07.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-07T17:47+0400
2025-06-07T17:47+0400
2025-06-07T17:47+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/18/269738528_0:252:1023:827_1920x0_80_0_0_cbe9d18bc1bf97095fc425497e3705c4.jpg
თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. უკრაინულმა მხარემ ცხედრების გადაცემა და პატიმრების გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადადო, განაცხადა რუსეთის მოლაპარაკებათა ჯგუფის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ.მისი თქმით, ასევე მომზადდა შემდეგი კატეგორიების სამხედრო მოსამსახურეების სიები: „დაჭრილები“, „მძიმედ დაავადებულები“ და „25 წლამდე ახალგაზრდები“ - თითოეული მხრიდან დაახლოებით 1200 ადამიანი.„ჩვენ მზად ვართ დაუყოვნებლივ გადავცეთ ისინი უკრაინულ მხარეს. სტამბოლში დამტკიცებული გრაფიკის თანახმად, გაცვლა დღეს უნდა დაწყებულიყო. ჩვენი წარმომადგენლები საზღვარზე, გაცვლის პუნქტში მივიდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, რატომ არ არიან იქ უკრაინული მხარის წარმომადგენლები. მათი დელეგაცია არ არის. სიები არ არის“, - ამბობს მედინსკი.მოლაპარაკების რუსული ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსული მხარე კიდევ ერთხელ მოუწოდებს უკრაინელ კოლეგებს, მკაცრად დაიცვან მიღწეული შეთანხმებები.აღნიშნულია, რომ ვლადიმირ მედინსკი იძულებული გახდა მედიასთან კომენტარი გაეკეთებინა, რადგან უკრაინელები გაცვლაზე არ გამოცხადდნენ, მაშინ როცა ზემოთ აღნიშნული პროცედურის თარიღი ოფიციალურად გამოცხადდა.ორშაბათს თურქეთში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. შეხვედრა სტამბოლში, ჩირაღანის სასახლეში ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. მასზე მხარეებმა კონფლიქტის მოგვარების შესახებ მემორანდუმები გაცვალეს.მოსკოვი და კიევი ასევე შეთანხმდნენ ტყვეთა ფართომასშტაბიან გაცვლაზე: ავადმყოფები და მძიმედ დაჭრილები გაიცვლებიან „ყველა ყველაზე“ პრინციპით, ასევე გაცვლიან 25 წლამდე ასაკის ტყვეებს. გაცვლის საერთო ზღვარია - სულ მცირე 1000 ადამიანი. გარდა ამისა, რუსეთი ცალმხრივად გეგმავდა კიევისთვის ექვსი ათასი უკრაინელი ჯარისკაცის ცხედრის გადაცემას; მოსკოვმა ყველა ამ დაღუპულის იდენტიფიცირება მოახდინა.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/18/269738528_0:14:1023:781_1920x0_80_0_0_185d2d7dd2572c6f6752fc2c4ba3af97.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
უკრაინამ ცხედრების გადაცემა და ტყვეთა გაცვლა გადადო
სტამბოლში დამტკიცებული განრიგით, გაცვლა დღეს უნდა დაიწყოს
თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. უკრაინულმა მხარემ ცხედრების გადაცემა და პატიმრების გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადადო, განაცხადა რუსეთის მოლაპარაკებათა ჯგუფის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ.
„სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების სრული დაცვით, ჩვენ მოვამზადეთ უკრაინული მხარისთვის გადასაცემად უკრაინის შეიარაღებული ძალების ექვს ათასზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი, რომლებიც მაცივრებში, გაყინულ მდგომარეობაშია და სპეციალურ ვაგონებშია (უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმებში, ბევრი მათგანი დოკუმენტებით)“, - თქვა მედინსკიმ.
მისი თქმით, ასევე მომზადდა შემდეგი კატეგორიების სამხედრო მოსამსახურეების სიები: „დაჭრილები“, „მძიმედ დაავადებულები“ და „25 წლამდე ახალგაზრდები“ - თითოეული მხრიდან დაახლოებით 1200 ადამიანი.
„ჩვენ მზად ვართ დაუყოვნებლივ გადავცეთ ისინი უკრაინულ მხარეს. სტამბოლში დამტკიცებული გრაფიკის თანახმად, გაცვლა დღეს უნდა დაწყებულიყო. ჩვენი წარმომადგენლები საზღვარზე, გაცვლის პუნქტში მივიდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, რატომ არ არიან იქ უკრაინული მხარის წარმომადგენლები. მათი დელეგაცია არ არის. სიები არ არის“, - ამბობს მედინსკი.
მოლაპარაკების რუსული ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსული მხარე კიდევ ერთხელ მოუწოდებს უკრაინელ კოლეგებს, მკაცრად დაიცვან მიღწეული შეთანხმებები.
„ოჯახები ელოდებიან შვილებსა და ქმრებს. ათასობით ოჯახს ექნება შესაძლებლობა, დაღუპული ჯარისკაცები ადამიანურად, ქრისტიანულად დაკრძალონ. ჩვენ ადგილზე ვართ. მზად ვართ შევასრულოთ ყველა შეთანხმება. მოვიქცეთ ისე, როგორც ადამიანები უნდა მოიქცნენ“, - დასძინა მან.
აღნიშნულია, რომ ვლადიმირ მედინსკი იძულებული გახდა მედიასთან კომენტარი გაეკეთებინა, რადგან უკრაინელები გაცვლაზე არ გამოცხადდნენ, მაშინ როცა ზემოთ აღნიშნული პროცედურის თარიღი ოფიციალურად გამოცხადდა.
ორშაბათს თურქეთში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. შეხვედრა სტამბოლში, ჩირაღანის სასახლეში ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. მასზე მხარეებმა კონფლიქტის მოგვარების შესახებ მემორანდუმები გაცვალეს.
მოსკოვი და კიევი ასევე შეთანხმდნენ ტყვეთა ფართომასშტაბიან გაცვლაზე: ავადმყოფები და მძიმედ დაჭრილები გაიცვლებიან „ყველა ყველაზე“ პრინციპით, ასევე გაცვლიან 25 წლამდე ასაკის ტყვეებს. გაცვლის საერთო ზღვარია - სულ მცირე 1000 ადამიანი. გარდა ამისა, რუსეთი ცალმხრივად გეგმავდა კიევისთვის ექვსი ათასი უკრაინელი ჯარისკაცის ცხედრის გადაცემას; მოსკოვმა ყველა ამ დაღუპულის იდენტიფიცირება მოახდინა.