https://sputnik-georgia.com/20250607/rusetma-kievs-winaswar-gadasca-winadadeba-gardacvlilta-cxedrebis-gadacemis-sesaxeb-293684381.html
რუსეთმა კიევს წინასწარ გადასცა წინადადება გარდაცვლილთა ცხედრების გადაცემის შესახებ
რუსეთმა კიევს წინასწარ გადასცა წინადადება გარდაცვლილთა ცხედრების გადაცემის შესახებ
Sputnik საქართველო
სტამბოლში დამტკიცებული განრიგის თანახმად, გაცვლა დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა უკრაინამ ცხედრების გადაცემა გადადო. 07.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-07T19:24+0400
2025-06-07T19:24+0400
2025-06-07T20:45+0400
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/02/291975995_0:0:2644:1487_1920x0_80_0_0_723627a3b5ae605a249bffff7817c9f6.jpg
თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. მოსკოვმა წინასწარ შეატყობინა კიევს დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გადაცემის განზრახვის შესახებ და უკვე ამ კვირაში იყო მზად ამისთვის, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ ფომინმა.„მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყეთ მზადება დაღუპულთა ცხედრების გადაცემისა და ტყვეების გაცვლისთვის. ჩვენ წინასწარ წარვუდგინეთ ჩვენი წინადადებები ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს და მზად ვიყავით, ამ კვირაში დაგვეწყო დაღუპულთა ცხედრების გადაცემა“, - განაცხადა ფომინმა.როგორც ადრე განაცხადა სტამბოლში კიევთან მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ, 6 ივნისს რუსეთმა დაიწყო უკრაინისთვის 6000-ზე მეტი დაღუპულის ცხედრის გადაცემის და დაჭრილი და მძიმედ ავადმყოფი სამხედრო ტყვეების გაცვლის პროცედურის განხორციელება.ვლადიმირ მედინსკი იძულებული გახდა მედიასთან კომენტარი გაეკეთებინა ამ საკითხზე, რადგან უკრაინული მხარე გაცვლაზე არ გამოცხადდა, მაშინ როცა ზემოთ აღნიშნული პროცედურის თარიღი წინასწარ ოფიციალურად გამოცხადდა. მისი თქმით, „სხვადასხვა მიზეზი სახელდება, თანაც საკმაოდ უცნაური“.ორშაბათს თურქეთში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. შეხვედრა სტამბოლში, ჩირაღანის სასახლეში ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. მასზე მხარეებმა კონფლიქტის მოგვარების შესახებ მემორანდუმები გაცვალეს.მოსკოვი და კიევი ასევე შეთანხმდნენ ტყვეთა ფართომასშტაბიან გაცვლაზე: ავადმყოფები და მძიმედ დაჭრილები გაიცვლებიან „ყველა ყველაზე“ პრინციპით, ასევე გაცვლიან 25 წლამდე ასაკის ტყვეებს. გაცვლის საერთო ზღვარია - სულ მცირე 1000 ადამიანი. გარდა ამისა, რუსეთი ცალმხრივად გეგმავდა კიევისთვის ექვსი ათასი უკრაინელი ჯარისკაცის ცხედრის გადაცემას; მოსკოვმა ყველა ამ დაღუპულის იდენტიფიცირება მოახდინა.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/02/291975995_0:0:2529:1897_1920x0_80_0_0_6d14786b15946a4b2651e1172f965f24.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთმა კიევს წინასწარ გადასცა წინადადება გარდაცვლილთა ცხედრების გადაცემის შესახებ
19:24 07.06.2025 (განახლებულია: 20:45 07.06.2025) სტამბოლში დამტკიცებული განრიგის თანახმად, გაცვლა დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა უკრაინამ ცხედრების გადაცემა გადადო.
თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. მოსკოვმა წინასწარ შეატყობინა კიევს დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გადაცემის განზრახვის შესახებ და უკვე ამ კვირაში იყო მზად ამისთვის, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ ფომინმა.
„მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყეთ მზადება დაღუპულთა ცხედრების გადაცემისა და ტყვეების გაცვლისთვის. ჩვენ წინასწარ წარვუდგინეთ ჩვენი წინადადებები ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს და მზად ვიყავით, ამ კვირაში დაგვეწყო დაღუპულთა ცხედრების გადაცემა“, - განაცხადა ფომინმა.
როგორც ადრე განაცხადა სტამბოლში კიევთან მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ, 6 ივნისს რუსეთმა დაიწყო უკრაინისთვის 6000-ზე მეტი დაღუპულის ცხედრის გადაცემის და დაჭრილი და მძიმედ ავადმყოფი სამხედრო ტყვეების გაცვლის პროცედურის განხორციელება.
ვლადიმირ მედინსკი იძულებული გახდა მედიასთან კომენტარი გაეკეთებინა ამ საკითხზე, რადგან უკრაინული მხარე გაცვლაზე არ გამოცხადდა, მაშინ როცა ზემოთ აღნიშნული პროცედურის თარიღი წინასწარ ოფიციალურად გამოცხადდა. მისი თქმით, „სხვადასხვა მიზეზი სახელდება, თანაც საკმაოდ უცნაური“.
ორშაბათს თურქეთში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. შეხვედრა სტამბოლში, ჩირაღანის სასახლეში ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. მასზე მხარეებმა კონფლიქტის მოგვარების შესახებ მემორანდუმები გაცვალეს.
მოსკოვი და კიევი ასევე შეთანხმდნენ ტყვეთა ფართომასშტაბიან გაცვლაზე: ავადმყოფები და მძიმედ დაჭრილები გაიცვლებიან „ყველა ყველაზე“ პრინციპით, ასევე გაცვლიან 25 წლამდე ასაკის ტყვეებს. გაცვლის საერთო ზღვარია - სულ მცირე 1000 ადამიანი. გარდა ამისა, რუსეთი ცალმხრივად გეგმავდა კიევისთვის ექვსი ათასი უკრაინელი ჯარისკაცის ცხედრის გადაცემას; მოსკოვმა ყველა ამ დაღუპულის იდენტიფიცირება მოახდინა.