https://sputnik-georgia.com/20250606/ukanono-tyitsargeblobis-statistika-maisis-monacemebi-293669311.html
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: მაისის მონაცემები
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: მაისის მონაცემები
Sputnik საქართველო
ჯამში უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 209 კუბურ მეტრამდე ხეტყეა ამოღებული. 06.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-06T16:26+0400
2025-06-06T16:26+0400
2025-06-06T16:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/09/238810995_0:134:3167:1915_1920x0_80_0_0_dd6f2a76e562a2936ca1c6d4bc4a1fed.jpg
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მაისში სამართალდარღვევის 86 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. სამართალდარღვევებიდან 49 ფაქტი ხეტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 209 კუბურ მეტრამდე ხეტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში" დასაწყობდა. ხეტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 15 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამცხე-ჯავახეთში, 12 - რაჭა-ლეჩხუმში, 9 - გურიაში, 8 - ქვემო ქართლში, 2 - კახეთში, 1 - იმერეთში, 1-სამეგრელო-ზემო სვანეთში და 1- მცხეთა-მთიანეთში. ასევე გამოვლინდა სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 37 ფაქტი, მათ შორის, 36 ფაქტი გამოვლინდა ბახმაროში, ერთი - თელავში. 2025 წლის იანვარ-მაისში ჯამში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 223 ფაქტი გამოავლინეს. „საქმიან ეზოებში" დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 485 კუბური მეტრი შეადგინა. სააგენტოს ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ფოტოხაფანგებიც. 2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ. ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში. ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს. საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/09/238810995_217:0:2948:2048_1920x0_80_0_0_94e3fd6dd31b0526e24ae00d6a2817dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: მაისის მონაცემები
ჯამში უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 209 კუბურ მეტრამდე ხეტყეა ამოღებული.
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მაისში სამართალდარღვევის 86 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდარღვევებიდან 49 ფაქტი ხეტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 209 კუბურ მეტრამდე ხეტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში" დასაწყობდა.
ხეტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 15 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამცხე-ჯავახეთში, 12 - რაჭა-ლეჩხუმში, 9 - გურიაში, 8 - ქვემო ქართლში, 2 - კახეთში, 1 - იმერეთში, 1-სამეგრელო-ზემო სვანეთში და 1- მცხეთა-მთიანეთში.
ასევე გამოვლინდა სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 37 ფაქტი, მათ შორის, 36 ფაქტი გამოვლინდა ბახმაროში, ერთი - თელავში.
2025 წლის იანვარ-მაისში ჯამში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 223 ფაქტი გამოავლინეს. „საქმიან ეზოებში" დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 485 კუბური მეტრი შეადგინა.
სააგენტოს ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ფოტოხაფანგებიც.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.