https://sputnik-georgia.com/20250606/premier-ministrma-saqartvelosi-mcxovreb-muslimebs-yurban-bairami-miuloca-293675631.html
პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
Sputnik საქართველო
მუსლიმები ყურბან-ბაირამს სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ. 06.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-06T21:32+0400
2025-06-06T21:32+0400
2025-06-06T21:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/04/292355769_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_3216db928669d4fa55f00f78d2a8d305.jpg
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მუსლიმ სასულიერო პირებსა და მრევლს, ისლამური ქვეყნების ელჩებს ყურბან ბაირამი მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.მათივე ცნობით, დღესასწაულთან დაკავშირებით მთავრობის მეთაური, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად, თბილისის ჯუმა მეჩეთში იმყოფებოდა.პრემიერმა ქვეყნის განვითარებაში მუსლიმი თემის მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მათ მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს.რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის კონტექსტში, მუსლიმი თემისთვის გაწეულ დახმარებაზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მომავალშიც გააგრძელებს ზრუნვას სხვადასხვა რელიგიური კონფესიის, მათ შორის, მუსლიმი თემის საჭიროებებზე.ჯუმა მეჩეთში შეკრებილთ სიტყვებით მიმართეს საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა, ფაიგ ნაბიევმა, დასავლეთ საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა, ეტიბარ ემინოვიმა. ღონისძიებას სასულიერო პირები, მრევლი და დიპლომატები ესწრებოდნენ.6-9 ივნისს, მუსლიმური სამყარო ორ უდიდეს დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს - ყურბან ბაირამს ზეიმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/04/292355769_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_a1564ea210b5099ed93ce03c23e0b02d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, რელიგია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, რელიგია
პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
მუსლიმები ყურბან-ბაირამს სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ.
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მუსლიმ სასულიერო პირებსა და მრევლს, ისლამური ქვეყნების ელჩებს ყურბან ბაირამი მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღესასწაულთან დაკავშირებით მთავრობის მეთაური, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად, თბილისის ჯუმა მეჩეთში იმყოფებოდა.
პრემიერმა ქვეყნის განვითარებაში მუსლიმი თემის მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მათ მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს.
„ჩვენი ქვეყანა ამაყობს როგორც ეროვნული, ისე რელიგიური მრავალფეროვნებით. ჩვენთვის ძალიან საამაყოა ის ურთიერთობები, ის მეგობრობა, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს შორის. ამას ძალიან ვუფრთხილდებით და მომავალშიც გავუფრთხილდებით. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ზრუნავს მუსლიმი თემის ინტერესებზე და ეს ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება. თქვენ ძალიან დიდი წვლილი შეგაქვთ ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში და მინდა ამისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის კონტექსტში, მუსლიმი თემისთვის გაწეულ დახმარებაზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მომავალშიც გააგრძელებს ზრუნვას სხვადასხვა რელიგიური კონფესიის, მათ შორის, მუსლიმი თემის საჭიროებებზე.
ჯუმა მეჩეთში შეკრებილთ სიტყვებით მიმართეს საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა, ფაიგ ნაბიევმა, დასავლეთ საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა, ეტიბარ ემინოვიმა. ღონისძიებას სასულიერო პირები, მრევლი და დიპლომატები ესწრებოდნენ.
6-9 ივნისს, მუსლიმური სამყარო ორ უდიდეს დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს - ყურბან ბაირამს ზეიმობს.