https://sputnik-georgia.com/20250606/papuasvilma-sveicariis-pozicia-farastan-dakavsirebit-gaakritika-293672856.html
პაპუაშვილმა შვეიცარიის პოზიცია FARA-სთან დაკავშირებით გააკრიტიკა
პაპუაშვილმა შვეიცარიის პოზიცია FARA-სთან დაკავშირებით გააკრიტიკა
Sputnik საქართველო
თბილისი მოუწოდებს შვეიცარიის საელჩოს, საჯარო გახადოს ადგილობრივი ორგანიზაციების დაფინანსება 06.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-06T20:02+0400
2025-06-06T20:02+0400
2025-06-06T20:02+0400
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
შვეიცარია
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523694_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_2c0ddcbc97c0e7fa79bd82bd442869ee.jpg
თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. „უცხოელი აგენტების“ შესახებ აშშ-ის კანონის (FARA) ქართული ვერსიის კრიტიკა შვეიცარიის საელჩოს კიდევ ერთი ცრუ ნარატივია, რომელსაც უნდა გაესაჯაროებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სიძულვილის, ძალადობის და პროპაგანდის დასაფინანსებლად უცხოური ფული გამოიყენება, დაწერა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.პაპუაშვილი გამოეხმაურა შვეიცარიის საელჩოს განცხადებას, რომელშიც შეშფოთება გამოითქვა „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონის გამო. განცხადებაში საუბარია გამოხატვის და შეკრების თავისუფლების, მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შესაძლო შეზღუდვებზე. საელჩომ ასევე მოუწოდა საქართველოს, შეინარჩუნოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვისადმი ერთგულება.პაპუაშვილმა საზოგადოებას შეახსენა, რომ მრავალჯერადი საჯარო მიმართვის მიუხედავად, ზოგიერთი დონორის მსგავსად, არც შვეიცარიის საელჩო ასაჯაროებს, თუ ვის და რა მიზნით აფინანსებს.ევროპელი მაღალი თანამდებობის პირები კვლავ აკრიტიკებენ საქართველოს მთავრობას და არასამთავრობო სექტორის მიმართ პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებენ.ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა კანონს ქვეყნის დემოკრატიისგან სერიოზული უკანდახევა უწოდეს. როგორც დიპლომატების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირი მზადაა განიხილოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრუნება, თუ ხელისუფლება საიმედო ნაბიჯებს გადადგამს დემოკრატიული ნორმებიდან უკანდახევის აღმოსაფხვრელად.რა წერია კანონშიმიღებული კანონის თანახმად, საქართველოში შემოდის ტერმინი „უცხოური პრინციპალის აგენტი".ტერმინი „უცხოური პრინციპალის“ ქვეშ იგულისხმება:რაც შეეხება ტერმინს „უცხოური პრინციპალის აგენტი“, მოიაზრება ნებისმიერი პირი, რომელიც მოქმედებს როგორც აგენტი, წარმომადგენელი, დასაქმებული, მოსამსახურე და მოქმედებს უცხო სახელმწიფოს, ორგანოს, ორგანიზაციის ან უცხო მოქალაქის უფლებამოსილების, მოთხოვნების, ბრძანებების შესაბამისად ან კონტროლქვეშ.ამასთან, აგენტებად აღიარებული არიან პირები, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე რომლებიც მუშაობენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩევლად, სარეკლამო აგენტად, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლად ან პოლიტიკურ მრჩევლად უცხოელი პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესებიდან გამომდინარე.„უცხოური აგენტების“ სიაში ასევე მოხვდებიან ისინი, ვინც დამოუკიდებლად ან სხვისი დახმარებით აგროვებენ, გამოყოფენ ან გადარიცხავენ შემოწირულობებს, სესხებს, ფულს ან სხვა მატერიალურ ფასეულობებს უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მის ინტერესებში.ტერმინი „უცხოური პრინციპალის აგენტი“ არ გავრცელდება იმ საინფორმაციო სამაუწყებლო კომპანიებზე, მედია-საშუალებებსა ან ასოციაციებზე, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე (დაარსებული და რეგისტრირებული საქართველოში) ან მედიაზე, რომლებიც მოიძიებენ ან იღებენ რეკლამას, ჰყავთ გამომწერები ან იღებენ სხვა სახის შემოსავალს და რომელთა მფლობელების, მმართველი მენეჯერებისა და ხელმძღვანელობის სულ მცირე 80% საქართველოს მოქალაქეა.არცერთმა პირმა არ უნდა იმოქმედოს როგორც „უცხოური პრინციპალის აგენტმა“, თუ მან ანტიკორუფციულ ბიუროს არ წარუდგინა სრულად შევსებული სარეგისტრაციო განცხადება და დამატებითი დოკუმენტები.
საქართველო
შვეიცარია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523694_194:0:2925:2048_1920x0_80_0_0_c68e665fd293486f9613523f732ee793.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, შვეიცარია, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, შვეიცარია, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პაპუაშვილმა შვეიცარიის პოზიცია FARA-სთან დაკავშირებით გააკრიტიკა
თბილისი მოუწოდებს შვეიცარიის საელჩოს, საჯარო გახადოს ადგილობრივი ორგანიზაციების დაფინანსება
თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. „უცხოელი აგენტების“ შესახებ აშშ-ის კანონის (FARA) ქართული ვერსიის კრიტიკა შვეიცარიის საელჩოს კიდევ ერთი ცრუ ნარატივია, რომელსაც უნდა გაესაჯაროებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სიძულვილის, ძალადობის და პროპაგანდის დასაფინანსებლად უცხოური ფული გამოიყენება, დაწერა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
პაპუაშვილი გამოეხმაურა შვეიცარიის საელჩოს განცხადებას, რომელშიც შეშფოთება გამოითქვა „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონის გამო. განცხადებაში საუბარია გამოხატვის და შეკრების თავისუფლების, მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შესაძლო შეზღუდვებზე. საელჩომ ასევე მოუწოდა საქართველოს, შეინარჩუნოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვისადმი ერთგულება.
„მორიგი ცრუ ნარატივი FARA-ს ამერიკულ კანონთან დაკავშირებით... ჩავთვალოთ, რომ ეს კიდევ ერთი მიმართვაა შვეიცარიის საელჩოს მიმართ - თუ არაფერია დასამალი, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახადონ, ვინ, რა მიზნით და რა მოცულობით ფინანსდება შვეიცარიის საბიუჯეტო სახსრებით“, - წერს პაპუაშვილი.
პაპუაშვილმა საზოგადოებას შეახსენა, რომ მრავალჯერადი საჯარო მიმართვის მიუხედავად, ზოგიერთი დონორის მსგავსად, არც შვეიცარიის საელჩო ასაჯაროებს, თუ ვის და რა მიზნით აფინანსებს.
„ეს მაშინ, როცა არსებობს ფაქტები, როცა უცხოური ფული სიძულვილის, ძალადობის და პროპაგანდის დასაფინანსებლად გამოიყენება, რაც ძირს უთხრის ქართული საზოგადოების მშვიდობიან განვითარებას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ევროპელი მაღალი თანამდებობის პირები კვლავ აკრიტიკებენ საქართველოს მთავრობას და არასამთავრობო სექტორის მიმართ პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებენ.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა კანონს ქვეყნის დემოკრატიისგან სერიოზული უკანდახევა უწოდეს. როგორც დიპლომატების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირი მზადაა განიხილოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრუნება, თუ ხელისუფლება საიმედო ნაბიჯებს გადადგამს დემოკრატიული ნორმებიდან უკანდახევის აღმოსაფხვრელად.
მიღებული კანონის თანახმად, საქართველოში შემოდის ტერმინი „უცხოური პრინციპალის აგენტი".
ტერმინი „უცხოური პრინციპალის“ ქვეშ იგულისხმება:
უცხო სახელმწიფო ან უცხოური პოლიტიკური პარტიის ხელისუფლება;
პირი, რომელიც იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ, გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, „საქართველოში მუდმივად მცხოვრების“ სტატუსით;
პარტნიორთა ჯგუფი, ასოციაცია, კორპორაცია, ორგანიზაცია ან პირთა გაერთიანება, რომელთა საქმიანობა რეგულირდება უცხოური კანონმდებლობით.
რაც შეეხება ტერმინს „უცხოური პრინციპალის აგენტი“, მოიაზრება ნებისმიერი პირი, რომელიც მოქმედებს როგორც აგენტი, წარმომადგენელი, დასაქმებული, მოსამსახურე და მოქმედებს უცხო სახელმწიფოს, ორგანოს, ორგანიზაციის ან უცხო მოქალაქის უფლებამოსილების, მოთხოვნების, ბრძანებების შესაბამისად ან კონტროლქვეშ.
ამასთან, აგენტებად აღიარებული არიან პირები, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე რომლებიც მუშაობენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩევლად, სარეკლამო აგენტად, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლად ან პოლიტიკურ მრჩევლად უცხოელი პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესებიდან გამომდინარე.
„უცხოური აგენტების“ სიაში ასევე მოხვდებიან ისინი, ვინც დამოუკიდებლად ან სხვისი დახმარებით აგროვებენ, გამოყოფენ ან გადარიცხავენ შემოწირულობებს, სესხებს, ფულს ან სხვა მატერიალურ ფასეულობებს უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მის ინტერესებში.
ტერმინი „უცხოური პრინციპალის აგენტი“ არ გავრცელდება იმ საინფორმაციო სამაუწყებლო კომპანიებზე, მედია-საშუალებებსა ან ასოციაციებზე, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე (დაარსებული და რეგისტრირებული საქართველოში) ან მედიაზე, რომლებიც მოიძიებენ ან იღებენ რეკლამას, ჰყავთ გამომწერები ან იღებენ სხვა სახის შემოსავალს და რომელთა მფლობელების, მმართველი მენეჯერებისა და ხელმძღვანელობის სულ მცირე 80% საქართველოს მოქალაქეა.
არცერთმა პირმა არ უნდა იმოქმედოს როგორც „უცხოური პრინციპალის აგენტმა“, თუ მან ანტიკორუფციულ ბიუროს არ წარუდგინა სრულად შევსებული სარეგისტრაციო განცხადება და დამატებითი დოკუმენტები.