https://sputnik-georgia.com/20250606/mkvleloba-rrmarelis-metrostan-prokuraturam-ert-pirs-braldeba-warudgina-293671224.html
მკვლელობა ღრმაღელის მეტროსთან: პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
მკვლელობა ღრმაღელის მეტროსთან: პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
Sputnik საქართველო
დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 06.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-06T18:24+0400
2025-06-06T18:24+0400
2025-06-06T18:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 40 წლის მამაკაცს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შემთხვევა 4 ივნისს თბილისში, ღრმაღელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას სამ პირს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სამივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანების შედეგად, კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 ივნისს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
მკვლელობა ღრმაღელის მეტროსთან: პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 40 წლის მამაკაცს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა 4 ივნისს თბილისში, ღრმაღელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას სამ პირს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სამივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანების შედეგად, კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 ივნისს დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.