https://sputnik-georgia.com/20250606/maka-boworisvili-evrokavsirma-gawevrioaneba-seacera-pasuxismgebloba-ki-saqartvelos-daakisra-293669131.html
ბოჭორიშვილი: ევროკავშირმა გაწევრიანების პროცესი შეაჩერა და პასუხისმგებლობა ჩვენ დაგვაკისრა
ბოჭორიშვილი: ევროკავშირმა გაწევრიანების პროცესი შეაჩერა და პასუხისმგებლობა ჩვენ დაგვაკისრა
Sputnik საქართველო
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ბრიუსელში პოლიტიკური ნების არარსებობას აწყდება 06.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-06T15:47+0400
2025-06-06T15:47+0400
2025-06-06T15:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288443027_0:119:960:659_1920x0_80_0_0_3e476d33b935449690c14a714c65385c.jpg
თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას აბრალებდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, თუმცა ახლა ირკვევა, რომ ბრიუსელმა საქართველო დასაჯა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მართა კოსის განცხადების კომენტირებისას.კოსმა ადრე განაცხადა, რომ ევროკავშირმა მოლაპარაკებები შეაჩერა, მაგრამ როგორც კი საქართველოს მთავრობა ევროპულ გზაზე დაბრუნების მზაობას გამოავლენს, დიალოგის განახლება შესაძლებელი იქნება. მან ასევე დაასახელა სამი საპასუხო ზომა, რომელიც ევროკავშირმა შეიძლება მიიღოს: ქვეყნის კანდიდატის სტატუსის შეჩერება, ვიზალიბერალიზაციის გაყინვა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო შეთანხმების გადახედვა.საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოიხსნა. პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიიდან უკუსვლაში დაადანაშაულა და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობამ ძალიან კარგად იცის, რატომ გააჩერეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან. მისი თქმით, წელიწადნახევარი საქართველოს ალოდინეს კანდიდატის სტატუსისთვის, მერე მისცეს ეს სტატუსი, არდაწყებული გაწევრიანების პროცესი კი გააჩერეს.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხს იყენებენ საქართველოს შანტაჟის ინსტრუმენტად, ისევე როგორც ეს მოხდა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას.ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.სტატუსთან ერთად საქართველომ მიიღო ცხრა პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კი შეჩერდა. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებითა და ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკით ახსნა.ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288443027_0:126:960:846_1920x0_80_0_0_86ab62d9dcde5da49a57e70368e9144a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ბოჭორიშვილი: ევროკავშირმა გაწევრიანების პროცესი შეაჩერა და პასუხისმგებლობა ჩვენ დაგვაკისრა
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ბრიუსელში პოლიტიკური ნების არარსებობას აწყდება
თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას აბრალებდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, თუმცა ახლა ირკვევა, რომ ბრიუსელმა საქართველო დასაჯა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მართა კოსის განცხადების კომენტირებისას.
კოსმა ადრე განაცხადა, რომ ევროკავშირმა მოლაპარაკებები შეაჩერა, მაგრამ როგორც კი საქართველოს მთავრობა ევროპულ გზაზე დაბრუნების მზაობას გამოავლენს, დიალოგის განახლება შესაძლებელი იქნება. მან ასევე დაასახელა სამი საპასუხო ზომა, რომელიც ევროკავშირმა შეიძლება მიიღოს: ქვეყნის კანდიდატის სტატუსის შეჩერება, ვიზალიბერალიზაციის გაყინვა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო შეთანხმების გადახედვა.
„საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდა, რომ თითქოს გააჩერა რაღაც პროცესი, რაც დაწყებული არც ყოფილა, ხოლო ახლა ისევ ევროკომისიიდან გვესმის, რომ თურმე მათ დავუსჯივართ“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოიხსნა. პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიიდან უკუსვლაში დაადანაშაულა და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.
მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობამ ძალიან კარგად იცის, რატომ გააჩერეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან. მისი თქმით, წელიწადნახევარი საქართველოს ალოდინეს კანდიდატის სტატუსისთვის, მერე მისცეს ეს სტატუსი, არდაწყებული გაწევრიანების პროცესი კი გააჩერეს.
„ჩვენთან მოლაპარაკებები არავის გაუხსნია, ის გადაწყვეტილება არც მიიღეს უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში, საქართველოსთან მიმართებაში მიღებული არ ყოფილა. ამ დროს ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა ეს ინსტრუმენტი გამოგაყენებინოთ ჩვენს წინააღმდეგ და არ გთხოვთ მოლაპარაკებების გახსნას, სანამ თქვენ არ მიიღებთ ამ გადაწყვეტილებას. როდესაც ნახეს, რომ ეს ინსტრუმენტი ხელიდან ეცლებოდათ, მთლიანად შემოტრიალდა ნარატივი“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხს იყენებენ საქართველოს შანტაჟის ინსტრუმენტად, ისევე როგორც ეს მოხდა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
სტატუსთან ერთად საქართველომ მიიღო ცხრა პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კი შეჩერდა. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებითა და ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკით ახსნა.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.