https://sputnik-georgia.com/20250606/boworisvili-daniganis-gadadgoma-ass-tan-urtiertobebis-sufta-furclidan-dawyebis-sansia-293674121.html
ბოჭორიშვილი: დანიგანის გადადგომა აშშ-თან ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების შანსია
ბოჭორიშვილი: დანიგანის გადადგომა აშშ-თან ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების შანსია
Sputnik საქართველო
თბილისსა და ვაშინგტონს ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობა მიეცათ, ივარაუდა მინისტრმა 06.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-06T21:02+0400
2025-06-06T21:02+0400
2025-06-06T21:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/0e/292504292_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_5700311fef700b7b656eab60e0445c66.jpg
თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის გადადგომა ორმხრივი ურთიერთობების აღდგენისა და თბილისსა და ვაშინგტონს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყების შესაძლებლობას ქმნის, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.დანიგანის გადაწყვეტილება დიპლომატიური სამსახურის დატოვების შესახებ 5 ივნისს გახდა ცნობილი. ის აშშ-ის დიპლომატიურ მისიას 2023 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა. დანიგანის თქმით, თანამდებობის დატოვება მისი პირადი გადაწყვეტილებაა და მისი გაწვევის მოთხოვნა არ ყოფილა. ამავდროულად, დანიგანი მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის ივლისამდე გააგრძელებს.მინისტრის თქმით, ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-სთან ურთიერთობები ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, და არაერთხელ დააფიქსირა, რომ ამ ურთიერთობების ასეთი მნიშვნელოვანი გაუარესება ძალიან აწუხებს.„ეს არ არის ჩვენი ბრალი. ბოლო წლებში ვაკვირდებოდით დრამატულ გაუარესებას ამ ურთიერთობების და მოვედით იმ დონემდე, რომ მტრულ აქტებს არქმევენ მეგობარ აქტებს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.საუბარია შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მიღებულ კანონპროექტზე - ესაა ე.წ. MEGOBARI აქტი (Mobilizing and Enhancing Georgia's Options for Building Accountability, Resilience and Independence), რომელშიც საუბარია იმ ქართველი პოლიტიკოსების და მათი ოჯახების წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“,. მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტი უსამართლოა და ქართველ ხალხზე თავდასხმას წარმოადგენს.როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საელჩოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი როლი აკისრია.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ საჭიროა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელშიც იქნება ასახული შემხვედრი ნაბიჯები.საქართველო და აშშამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 2024 წლის 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.აშშ-მ და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.ივლისის ბოლოს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა.თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.გარდა ამისა, 2024 წლის 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის შედეგების მიხედვით მიღებულ დეკლარაციაში არ აღმოჩნდა ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც იყო პირველი პრეცედენტი 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/0e/292504292_87:0:1908:1366_1920x0_80_0_0_fb8ae417aee7e1ab27c5ddbf578331f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ბოჭორიშვილი: დანიგანის გადადგომა აშშ-თან ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების შანსია
თბილისსა და ვაშინგტონს ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობა მიეცათ, ივარაუდა მინისტრმა
თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის გადადგომა ორმხრივი ურთიერთობების აღდგენისა და თბილისსა და ვაშინგტონს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყების შესაძლებლობას ქმნის, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
დანიგანის გადაწყვეტილება დიპლომატიური სამსახურის დატოვების შესახებ 5 ივნისს გახდა ცნობილი. ის აშშ-ის დიპლომატიურ მისიას 2023 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა. დანიგანის თქმით, თანამდებობის დატოვება მისი პირადი გადაწყვეტილებაა და მისი გაწვევის მოთხოვნა არ ყოფილა. ამავდროულად, დანიგანი მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის ივლისამდე გააგრძელებს.
„მე არ ვიცი რა არის ელჩის წასვლის მიზეზი, ვიცით ის, რაც გაცხადდა ელჩის მიერ. ფაქტია ასეთი, რომ აშშ-ს დღეს აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს ახალი წარმომადგენელი საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს შესაძლებლობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-სთან ურთიერთობები ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, და არაერთხელ დააფიქსირა, რომ ამ ურთიერთობების ასეთი მნიშვნელოვანი გაუარესება ძალიან აწუხებს.
„ეს არ არის ჩვენი ბრალი. ბოლო წლებში ვაკვირდებოდით დრამატულ გაუარესებას ამ ურთიერთობების და მოვედით იმ დონემდე, რომ მტრულ აქტებს არქმევენ მეგობარ აქტებს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საუბარია შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მიღებულ კანონპროექტზე - ესაა ე.წ. MEGOBARI აქტი (Mobilizing and Enhancing Georgia's Options for Building Accountability, Resilience and Independence), რომელშიც საუბარია იმ ქართველი პოლიტიკოსების და მათი ოჯახების წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“,. მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტი უსამართლოა და ქართველ ხალხზე თავდასხმას წარმოადგენს.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საელჩოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი როლი აკისრია.
„იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვაკვირდებოდით აშშ-ს საელჩოს საქმიანობას ბოლო პერიოდში, საზოგადოებამ გააკეთოს დასკვნა, რამდენად შესაძლებელი იყო ამ პირობებში ურთიერთობების გაუმჯობესებაში ასეთ საელჩოს გარკვეული წვლილი შეეტანა“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ საჭიროა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელშიც იქნება ასახული შემხვედრი ნაბიჯები.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 2024 წლის 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
აშშ-მ და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
ივლისის ბოლოს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 2024 წლის 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის შედეგების მიხედვით მიღებულ დეკლარაციაში არ აღმოჩნდა ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც იყო პირველი პრეცედენტი 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.