https://sputnik-georgia.com/20250606/biznes-seqtorshi-dasaqmebulta-raodenoba-izrdeba-293667364.html
ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება - ახალი მონაცემები
ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების რაოდენობა ერთ წელიწადში 2,2%-ით გაიზარდა და 718,9 ათასი ადამიანი შეადგინა. 06.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-06T13:16+0400
2025-06-06T13:16+0400
2025-06-06T13:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/16/283545477_0:0:3068:1727_1920x0_80_0_0_6668ed484b9592388bcfb6e1951da5c9.jpg
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. საქართველოში 2025 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს-სექტორის საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობამ 771 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2024 წლის იანვარ-მარტის მონაცემზე 2,9%-ით მეტია, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".დასაქმებულების საერთო რაოდენობიდან 56,1% მამაკაცია, ხოლო 43,9% – ქალი.უწყების ცნობით, ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების რაოდენობა ერთ წელიწადში 2,2%-ით გაიზარდა და 718,9 ათასი ადამიანი შეადგინა. ხარჯებმა პერსონალზე აღნიშნულ პერიოდში 4,8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11,9%-ით მეტია.საშუალო თვიური ხელფასი საწარმოების სიდიდიდან გამომდინარე ასე გამოიყურება:საანგარიშო პერიოდში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასმა თვეში შეადგინა 2 169,6 ლარი, რაც 184,2 ლარით მეტია, ვიდრე გასულ წელს. მათ შორის, ქალების საშუალო ხელფასმა შეადგინა 1.711,5 ლარი.საქართველოში 2025 წლის პირველ კვარტალში საწარმოების საერთო ბრუნვამ 56 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 14,5%-ით მეტია 2024 წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.საქართველოს ბიზნეს-სექტორში წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობამ ფულად ასახვაში საანგარიშო პერიოდში 20,7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 15,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/16/283545477_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_e426619fe314090d7cbb820d596098e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქსტატი
ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება - ახალი მონაცემები
ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების რაოდენობა ერთ წელიწადში 2,2%-ით გაიზარდა და 718,9 ათასი ადამიანი შეადგინა.
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. საქართველოში 2025 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს-სექტორის საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობამ 771 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2024 წლის იანვარ-მარტის მონაცემზე 2,9%-ით მეტია, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
დასაქმებულების საერთო რაოდენობიდან 56,1% მამაკაცია, ხოლო 43,9% – ქალი.
უწყების ცნობით, ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების რაოდენობა ერთ წელიწადში 2,2%-ით გაიზარდა და 718,9 ათასი ადამიანი შეადგინა. ხარჯებმა პერსონალზე აღნიშნულ პერიოდში 4,8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11,9%-ით მეტია.
საშუალო თვიური ხელფასი საწარმოების სიდიდიდან გამომდინარე ასე გამოიყურება:
მსხვილი ბიზნესი – 2 311 ლარი
საშუალო ბიზნესი – 2 559,1 ლარი
მცირე ბიზნესი – 1 675,8 ლარი
საანგარიშო პერიოდში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასმა თვეში შეადგინა 2 169,6 ლარი, რაც 184,2 ლარით მეტია, ვიდრე გასულ წელს. მათ შორის, ქალების საშუალო ხელფასმა შეადგინა 1.711,5 ლარი.
საქართველოში 2025 წლის პირველ კვარტალში საწარმოების საერთო ბრუნვამ 56 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 14,5%-ით მეტია 2024 წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს ბიზნეს-სექტორში წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობამ ფულად ასახვაში საანგარიშო პერიოდში 20,7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 15,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.