ბელგრადსა და თბილისს რეგულარული ფრენები შესრულდება

© photo: Sputnik / Александар Джорович / გადასვლა მედიაბანკშიAir Serbia0ს თვითმფრინავი
Air Serbia0ს თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2025
გამოწერა
საქართველოსა და სერბეთს შორის ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არ იყო.
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ბელგრადში საქართველოსა და სერბეთის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია Air Serbia-მ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უკვე წარმოადგინა განაცხადი, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან ბელგრადსა და თბილისს შორის რეგულარული ფრენების შესრულების მოთხოვნით.
ავიაკომპანია ბელგრადიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში სამი სიხშირით, Airbus 319-ით შეასრულებს.
„საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს და არ ითვალისწინებს შეზღუდვებს დანიშნული ავიაკომპანიების რაოდენობასა და დანიშნულების პუნქტებზე. შეთანხმება ძალაში ორივე მხარის მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა", - ნათქვამია განცხადებაში.
მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს უწყებათაშორის მემორანდუმს, რომელიც იმოქმედებს საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლამდე.
საქართველოსა და სერბეთს შორის ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არ იყო და საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს რამდენიმე წლის განმავლობაში აწარმოებდა.
Air Serbia არის პირველი სერბული ეროვნული ავიაკომპანია Aeroput-ის მემკვიდრე, რომელიც 1927 წელს დაარსდა.
აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2024 წელს საქართველოსა და სერბეთს შორის ჯამურმა მგზავრთნაკადმა 16.839 მგზავრი შეადგინა, რაც 66%-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.
2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 50 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 92 მიმართულებით ასრულებენ.
ყველა ახალი ამბავი
0