https://sputnik-georgia.com/20250606/ana-dolizem-koalicia-zlieri-saqartvelo-datova-293668985.html
ანა დოლიძემ კოალიცია „ძლიერი საქართველო" დატოვა
ანა დოლიძემ კოალიცია „ძლიერი საქართველო" დატოვა
Sputnik საქართველო
პოლიტიკური გაერთიანება "ძლიერი საქართველო" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნა. 06.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-06T15:08+0400
2025-06-06T15:08+0400
2025-06-06T15:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/13/260668631_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_ed40942d60b5a18386e6ef49871b0b8d.jpg
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. პოლიტიკოსმა ანა დოლიძემ ოპოზიური კოალიცია "ძლიერი საქართველო" დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც დოლიძე წერს, მიიღო გადაწყვეტილება, დაუბრუნდეს დამოუკიდებელ საქმიანობას. როგორც პოლიტიკოსი წერს, პარტია „ხალხისთვის" აქტიურად თანამშრომლობს ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან და აქვს ამბიცია, გახდეს ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამკვირვებელი წევრი. პოლიტიკური გაერთიანება "ძლიერი საქართველო" 2024 წლის აგვისტოში, საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნა და მასში შედიოდნენ პარტიები "ლელო საქართველოსთვის" (მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე), "ხალხისთვის" (ანა დოლიძე), "მოქალაქეები" (ალეკო ელისაშვილი) და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" (ლევან ცუცქირიძე). 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ძლიერმა საქართველომ" მიიღო ხმების 8,80% და 14 მანდატი, თუმცა კოალიციამ სადეპუტატო მანდატებზე უარი თქვა. მანამდე კოალიცია "ძლიერი საქართველო" დატოვა მოძრაობამ "თავისუფლების მოედანი". რაც შეეხება პარტია "ანა დოლიძე-ხალხისთვის", ის 2021 წელს დაარსდა. იმავე წელს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ მთელი საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა ხმების 0,85% მიიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/13/260668631_186:0:2915:2047_1920x0_80_0_0_399153cba80df969a2719e82a9623ed8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ანა დოლიძემ კოალიცია „ძლიერი საქართველო" დატოვა
პოლიტიკური გაერთიანება "ძლიერი საქართველო" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნა.
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. პოლიტიკოსმა ანა დოლიძემ ოპოზიური კოალიცია "ძლიერი საქართველო" დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც დოლიძე წერს, მიიღო გადაწყვეტილება, დაუბრუნდეს დამოუკიდებელ საქმიანობას.
„ჩვენ შევქმენით კოალიციური თანამშრომლობის მშვენიერი ტრადიცია, რასაც აუცილებლად დავნერგავთ და გავაგრძელებთ მომავალშიც, რაც ასე ჭირს ქართულ პოლიტიკურ კულტურაში. თუმცა, ახლა დრო არის, რომ პარტია „ხალხისთვის" დაუბრუნდეს საკუთარ მიზნებს და ამოცანებს", - დაწერა დოლიძემ.
როგორც პოლიტიკოსი წერს, პარტია „ხალხისთვის" აქტიურად თანამშრომლობს ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან და აქვს ამბიცია, გახდეს ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამკვირვებელი წევრი.
პოლიტიკური გაერთიანება "ძლიერი საქართველო" 2024 წლის აგვისტოში, საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნა და მასში შედიოდნენ პარტიები "ლელო საქართველოსთვის" (მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე), "ხალხისთვის" (ანა დოლიძე), "მოქალაქეები" (ალეკო ელისაშვილი) და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" (ლევან ცუცქირიძე). 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ძლიერმა საქართველომ" მიიღო ხმების 8,80% და 14 მანდატი, თუმცა კოალიციამ სადეპუტატო მანდატებზე უარი თქვა.
მანამდე კოალიცია "ძლიერი საქართველო" დატოვა მოძრაობამ "თავისუფლების მოედანი".
რაც შეეხება პარტია "ანა დოლიძე-ხალხისთვის", ის 2021 წელს დაარსდა. იმავე წელს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ მთელი საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა ხმების 0,85% მიიღო.