https://sputnik-georgia.com/20250606/---226----293674730.html
თბილისში პუშკინის დაბადებიდან 226 წლის იუბილე აღნიშნეს
თბილისში პუშკინის დაბადებიდან 226 წლის იუბილე აღნიშნეს
Sputnik საქართველო
რუსული ენის ცოდნა დღეს ქართველი ახალგაზრდებისთვის აუცილებელია, როგორც სამეცნიერო და მეთოდოლოგიური ლიტერატურის ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტი, რომლის ქართული... 06.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-06T19:38+0400
2025-06-06T19:38+0400
2025-06-06T19:38+0400
საქართველო
რუსეთი
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/06/251945963_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_142741263d15e9e30d3e6e7e9e039d39.jpg
თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. საქართველოს დედაქალაქში ალექსანდრ პუშკინის დაბადების დღის 35-ედ ყოველწლიური აღნიშვნა გაიმართა. საზეიმო ღონისძიება, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს რუსულენოვან მწერალთა პუშკინის საზოგადოება „არიონის“ მიერ, არა მხოლოდ კულტურული, არამედ სიმბოლური აქტიც იყო - შეხსენება ენის შენარჩუნებისა და კულტურათა დიალოგის მნიშვნელობის შესახებ.როგორც საზოგადოების ხელმძღვანელმა, მიხაილ აიდინოვმა, განაცხადა, ამ დღის აღნიშვნის ტრადიცია სპონტანურად დაიბადა, 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების დასაწყისის ცვლილებების საპირწონედ.სხვადასხვა წლებში დღესასწაულის ფარგლებში ხდებოდა შეჯამება კონკურსის „როგორ შევინარჩუნოთ პუშკინის ენა რუსთველის მიწაზე“, თუმცა წელს ღონისძიება ტექნიკური მიზეზების გამო ვერ შედგა. სამაგიეროდ, აქცენტი ახალ ფორმატებზე გაკეთდა: გაჟღერდა პუშკინის ლექსები 15 ენაზე, გამოვიდნენ რუსულენოვანი მწერლები, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები და შემოქმედებითი ინტელიგენცია.განსაკუთრებული ყურადღება დიპლომატების მონაწილეობაზე გამახვილდა - ღონისძიებას ესწრებოდნენ ბულგარეთის ელჩი საქართველოში ვასილინა ვოლკანოვა და შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის წარმომადგენლები. კიდევ ერთი სიახლე იყო თეატრალური დადგმა Песнь о вещем Олеге („სიმღერა წინასწარმეტყველი ოლეგის შესახებ“), რომელიც ისტორიულ კოსტიუმებში გამოწყობილმა თეატრ „არიონის“ მსახიობებმა მოამზადეს.აიდინოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუშკინის დღესასწაული არა მხოლოდ კლასიკოსის გახსენებაა, არამედ ენობრივი მრავალფეროვნების მნიშვნელობის შეხსენებაც.„მნიშვნელოვანია რუსული ენის შენარჩუნება არა მხოლოდ რუსულენოვანი ადამიანებისთვის. ის ხალხებს შორის განათლების, კომუნიკაციისა და გაგების ინსტრუმენტია და, უპირველეს ყოვლისა, ეს მნიშვნელოვანია თავად საქართველოსთვის“, - მიაჩნია მას.აიდინოვის თქმით, რუსული ენის ცოდნა დღეს ქართველი ახალგაზრდებისთვის აუცილებელია, როგორც სამეცნიერო და მეთოდოლოგიური ლიტერატურის ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტი, რომლის ქართული თარგმანი ხშირად არ არსებობს.„საქართველო დიდი კულტურის ქვეყანაა, მაგრამ დამატებითი ცოდნის მიღების შესაძლებლობა ის უპირატესობაა, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება“, - დაასკვნა მიხაილ აიდინოვმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/06/251945963_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_8854ff804b614127434b862f5bccf0c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, კულტურა საქართველოში
საქართველო, რუსეთი, კულტურა საქართველოში
თბილისში პუშკინის დაბადებიდან 226 წლის იუბილე აღნიშნეს
რუსული ენის ცოდნა დღეს ქართველი ახალგაზრდებისთვის აუცილებელია, როგორც სამეცნიერო და მეთოდოლოგიური ლიტერატურის ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტი, რომლის ქართული თარგმანი ხშირად არ არსებობს, მიაჩნია აიდინოვს
თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. საქართველოს დედაქალაქში ალექსანდრ პუშკინის დაბადების დღის 35-ედ ყოველწლიური აღნიშვნა გაიმართა. საზეიმო ღონისძიება, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს რუსულენოვან მწერალთა პუშკინის საზოგადოება „არიონის“ მიერ, არა მხოლოდ კულტურული, არამედ სიმბოლური აქტიც იყო - შეხსენება ენის შენარჩუნებისა და კულტურათა დიალოგის მნიშვნელობის შესახებ.
როგორც საზოგადოების ხელმძღვანელმა, მიხაილ აიდინოვმა, განაცხადა, ამ დღის აღნიშვნის ტრადიცია სპონტანურად დაიბადა, 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების დასაწყისის ცვლილებების საპირწონედ.
„სსრკ-ში ეს დღესასწაული თითქმის ოფიციალური იყო - ჩინოვნიკებით, რეგულაციებით. მაგრამ ჩვენთან ეს ყველაფერი კულტურული პროტესტის სახით დაიწყო და უკვე 35 წელია, რაც ცხოვრების ნაწილი გახდა“, - აღნიშნა მან.
სხვადასხვა წლებში დღესასწაულის ფარგლებში ხდებოდა შეჯამება კონკურსის „როგორ შევინარჩუნოთ პუშკინის ენა რუსთველის მიწაზე“, თუმცა წელს ღონისძიება ტექნიკური მიზეზების გამო ვერ შედგა. სამაგიეროდ, აქცენტი ახალ ფორმატებზე გაკეთდა: გაჟღერდა პუშკინის ლექსები 15 ენაზე, გამოვიდნენ რუსულენოვანი მწერლები, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები და შემოქმედებითი ინტელიგენცია.
განსაკუთრებული ყურადღება დიპლომატების მონაწილეობაზე გამახვილდა - ღონისძიებას ესწრებოდნენ ბულგარეთის ელჩი საქართველოში ვასილინა ვოლკანოვა და შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის წარმომადგენლები. კიდევ ერთი სიახლე იყო თეატრალური დადგმა Песнь о вещем Олеге („სიმღერა წინასწარმეტყველი ოლეგის შესახებ“), რომელიც ისტორიულ კოსტიუმებში გამოწყობილმა თეატრ „არიონის“ მსახიობებმა მოამზადეს.
აიდინოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუშკინის დღესასწაული არა მხოლოდ კლასიკოსის გახსენებაა, არამედ ენობრივი მრავალფეროვნების მნიშვნელობის შეხსენებაც.
„მნიშვნელოვანია რუსული ენის შენარჩუნება არა მხოლოდ რუსულენოვანი ადამიანებისთვის. ის ხალხებს შორის განათლების, კომუნიკაციისა და გაგების ინსტრუმენტია და, უპირველეს ყოვლისა, ეს მნიშვნელოვანია თავად საქართველოსთვის“, - მიაჩნია მას.
აიდინოვის თქმით, რუსული ენის ცოდნა დღეს ქართველი ახალგაზრდებისთვის აუცილებელია, როგორც სამეცნიერო და მეთოდოლოგიური ლიტერატურის ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტი, რომლის ქართული თარგმანი ხშირად არ არსებობს.
„საქართველო დიდი კულტურის ქვეყანაა, მაგრამ დამატებითი ცოდნის მიღების შესაძლებლობა ის უპირატესობაა, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება“, - დაასკვნა მიხაილ აიდინოვმა.