ყირიმში ნაცისტების დანაშაულებზე ახალი დოკუმენტები გაასაჯაროვეს

  - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2025
გამოწერა
თბილისი — 5 ივნისი, Sputnik. ყირიმში გაასაჯაროვეს ახალი დოკუმენტები ნაცისტების სისასტიკისა და მათი თანამზრახველების შესახებ, კერძოდ, საუბარია ომის დამნაშავე ობერშტურმანფიურერ პაულ ცაპეზე, იუწყება „რია ნოვოსტი“ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით.
„გასაჯაროებული დოკუმენტი არის ყირიმის ოლქის უშიშროების კომიტეტის თანამშრომლების მიერ მომზადებული ცნობა ნაცისტი სამხედრო დამნაშავეების დანაშაულის მტკიცებულებების გამოვლენისა და შეგროვების შესახებ, რომელიც მოიცავს პერიოდს 1968 წლიდან 1975 წლამდე”, - ნათქვამია უშიშროების სამსახურის განცხადებაში.
კერძოდ, უწყების თანახმად, საუბარია ნაცისტი ომის დამნაშავის, SS-ის უბერშტურმანფიურერის, პაილ ცაპეს წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვებაზე, რომელიც 1941-დან 1943 წლამდე სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა ყირიმის ნახევარკუნძულზე რეპრესიულ სისტემაში.
ომის შემდეგ, ცაპე გერმანიაში სხვა გვარით იმალებოდა. იგი დასავლეთ გერმანიის პოლიციამ 1968 წელს დააპატიმრა. გერმანიაში ცაპეს დაპატიმრებამ და გამოძიებამ ხელი შეუწყო სსრკ-ში სისხლის სამართლის საქმის წამოწყებას მოლდოვაში, სამხრეთ უკრაინასა და ყირიმში ნაცისტების მიერ ჩადენილი დანაშაუოლების ფაქტებზე.
„ყირიმელი ჩეკისტების მიერ შეგროვებული მასალის წყალობით, მხილებულ იქნენ მთელი რიგი ნაცისტი სამხედრო დამნაშავეები — ცაპეს თანამზრახველები. გარდა ამისა, გაიხსნა მრავალი ახალი ფაქტი საბჭოთა მოქალაქეებისა და სამხედრო ტყვეების განადგურების შესახებ“, — ნათქვამია ცნობაში.
მაგალითად, 1942 წელს, ცაპეს ხელმძღვანელობით, განადგურდა სოფელი ლაკი, რომლის მოსახლეობასაც პარტიზანებთან კავშირში ადანაშაულებდნენ.
„ოკუპანტებმა და მათმა საბჭოელმა თანამზრახველებმა ცოცხლად დაწვეს სოფლის 20 მკვიდრი. ასევე, უშიშროების პოლიციისა და SD-ს იურისდიქციის ქვეშ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცაპე, მოქმედებდა საკონცენტრაციო ბანაკი „კრასნი“, სადაც 10 ათასზე მეტი კაცი განადგურდა“, — განმარტეს რუსეთის უშიშროების სამსახურში.
მათი ინფორმაციით, დიდი სამამულო ომმის წლებში ყირიმის ტერიტორიაზე სამხედრო ტყვეების ბანაკები პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქში არსებობდა (სიმფეროპოლში, სევასტოპოლში, ფეოდოსიაში და ა.შ.), სადაც ტყვეებისთვის სასტიკი პირობები იყო შექმნილი.
„ყოველივე ამის შედეგი იყო საბჭოთა სამხედრო ტყვეების მასობრივი სიკვდილიანობა, რომლებსაც საერთო ორმოებში მარხავდნენ — მაგალითად, სიმფეროპოლის სომხურ სასაფლაოზე. თვითმხილველების თქმით, მხოლოს ამ ადგილას დაახლოებით ექვსი ათასი ადამიანი იყო დამარხული“, — ნათქვამია ცნობაში.
ყველა ახალი ამბავი
0